ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
"პარიზი-24-ის პარალელები"
მიილია ოლიმპიადის ხუთი დღე. ლაშა ბექაურის გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს დელეგაცია გუნდურ ჩათვლაში, საკმაოდ მაღალ, მე-14-ე პოზიციაზეა.
რაც შეეხება მოწინავე ქვეყნებს, აქ პირველ ადგილზე ჩინელები არიან, 10 ოქრო. ფრანგებს და იაპონელებს 8-8 ოქრო აქვთ. ფრანგმა მოცურავემ, ლეონ მარშანმა უკვე მოიპოვა ორი ოლიმპიური ოქრო, რაც ჯერჯერობით საუკეთესო ინდივიდუალური შედეგია. მოპოვებული მედლების რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკელები არიან, 30 მედალი...
ოლიმპიადაზე სპორტის 34 სახეობის 329 დისციპლინაში ტარდება შეჯიბრება. ყველაზე მეტი, 48 მედალი თამაშდება მძლეოსნობაში, რომელსაც საქართველოში, სამწუხაროდ არ ექცევა სათანადო ყურადღება. თუ არა და, ჩემი ახალგაზრდობისას პირიქით იყო და ამ სახეობაში მრავალი ჩემპიონიც გვყავდა, მათ შორის იყო სამმაგი ხტომის დიდოსტატი, ვიქტორ სანეევი, რომელმაც სარეკორდო, 3 ოლიმპიური ოქრო მოუპოვა სამშობლოს. მედლების მოპოვების კუთხით, ყველაზე პროდუქტიული სპორტის სახეობა ცურვაა, რომელიც ასევე არ არის განვითარებული საქართველოში. თუ არა და, წარმოიდგინეთ, როგორ წარმატებას მოუტანდა ჩვენს ქვეყანას თუნდაც ერთი, ლაშა ტალახაძისა თუ ლაშა ბექაურის დონის სპორტსმენი, რომელსაც ძალუძს ერთ ოლიმპიადაზე 8 ოქროს მედლის მოპოვება?
სწორედ ასეთი ფენომენია ამერიკელი მაიკლ ფელპსი, რომელმაც სამ ოლიმპიადაზე 23-ჯერ გაიმარჯვა (მხოლოდ ერთ ოლიმპიადაზე მან 8 ოქროს და 4 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ანუ მას, 12 ოქრო შეიძლებოდა მოეპოვებინა)...
ახლა კი, რამოდენიმე კურიოზი Paris-24-დან.
ვერსალში, ცხენოსანთა ასპარეზობისას მიმდებარე ტყიდან შეშინებული ირემი გამოვარდა და წყლით სავსე არხში ჩავარდა. შეჯიბრება შეწყდა და დაიწყო სამაშველო ოპერაცია დახრჩობისგან ირმის გადასარჩენად. მყვინთავებმა ციმციმ ამოიყვანეს დამფრთხალი ცხოველი წყლიდან, რომელმაც კვლავ მის მხსნელ ტყეში დურთა თავი...
ბერძენი წყალბურთელები მატჩზე მიიჩქაროდნენ, როცა მათი საკმაოდ განიერი ავტობუსი პარიზის ერთერთ ვიწრო ქუჩაზე გაიჭედა. თავიანთი თანამემამულე
ჰერკულესივით დაკუნთულმა წყალბურთელებმა უცებ იპოვეს გამოსავალი. ისინი ავტობუსიდან ჩამოვიდნენ, ავტომანქანები ხელში ციმციმ აიტაცეს და სავალი გზა გააფართოვეს...
პარიზის ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, 13 წლის სკეიტბორდისტი გოგონა, ჩჟენ ხაოხაოა. ყველაზე ხნიერი კი, 65 წლის ესპანელი ცხენოსანი, ხუან ანტონიო ხიმენესია...
ოლიმპიადა გრძელდება, მიუხედავად პირველ ხუთ დღეში განცდილი გარკვეული წარუმატებლობისა, ქართველ სპორტსმენებს აქვთ შანსი კიდევ მოიპოვონ არაერთი მედალი და ღირსეულად დაასრულონ გამოსვლა ოთხწლეულის უმნიშვნელოვანეს ასპარეზობაზე.
ვუსურვოთ მათ წარმატებები!