ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია
ქართველ ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვის (81 კგ) ოლიმპიურ ოქროს ერთი ნაბიჯი აშორებს. მან ნახევარფინალში სამხრეთკორეელი ჯონჰვან ლი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ფინალში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს სძლია, მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვთან ბრძოლაში გაიმარჯვა.
ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზე პირველად ტოკიოში იასპარეზა და ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - მან მესამე ადგილისთვის ბრძოლა ბელგიელ მატიას კასესთან დათმო.