თითოეული ჩვენგანი- ჩვენი ქვეყნის დესპანი...
-საკმაოდ დიდი ცოდნა გაქვთ სამედიცინო სფეროში, მაგრამ თქვენი ენის დონე არა დამაკმაყოფილებელია! ვერ შეძლებთ გამოცდების ჩაბარებას! დაახლოებოთ ეს შინაარსი გამოვიტანე ჟიურის შეფასებიდან, პროფესიული სამედიცინო ინსტიტუტის, ზეპირ გამოცდაზე.
-მე ვარ წარმოშობით საქართველოდან, პროფესიით რეანიმაციული განყოფილების ექთანი, ჩემს დიპლომს აქ ძალა არ აქვს, ხელახლა უნდა ვისწავლო, ამიტომ მოვედი მისაღებ გამოცდაზე. ვიცი რომ, ჩემი ენის ცოდნის დონე არა დამაკმაყოფილებელია,მაგრამ გთხოვთ მომცეთ სწავლის დაწყების საშუალება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის- დავასრულე წინასწარ დაზეპირებული ტექსტის წარმოთქმა.
-კარგი, სექტემბერში შევხვდებით, -მომმართა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა.
***
-თითოეულ თქვენგანს გილოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დამთავრებას!
მსურს დიპლომის გადაცემის ცერემონია, ერთი ამბის მოყოლით დავიწყო!
ზეპირი გამოცდების დროს, თითქმის დღის ბოლოს, საგამოცდო ოთახში შემოვიდა: საშუალო ტანის, მოკლედ შეჭრილი ხვეული კარე თმით გოგო.
დაიწყო კუთვნილი თემის განხილვა და აქედან ნახევარი ვერ გავიგეთ.
ჟიურის წევრებმა ერთმანეთს გადავხედეთ და ვთქვით : ვერ შეძლებს, ჯერ ენა ისწავლოს და მერე მოვიდეს! - მაგრამ ის არ დანებდა და გამართული ფრანგულით ითხოვა ერთი შანსის მიცემა, მივხვდი დაზეპირებული ტექსტი იყო. მე როფორც ჟიურის თავმჯდომარემ და სასწავლებლის დირექტორმა,მივიღე გადაწყვეტილება და დავთანხმდი მის მიღებას. ეს გოგო გახლავთ თეონა ნაზღაიძე,წარმოშობით ქართველი! ის ხატია ბუნიათაშვილის თანამემამულეა, მე კი ხატიას ფანი! მიუხედავად ენის არ ცოდნისა, მის მიღებას დავთანხმდი! ის ლექციებზე დიქტოფონით იჯდა, როდესაც თქვენ შესვენებაზე გადიოდით, ის ლექციას ხელახლა უსმენდა, ლექსიკონში სიტყვებს ეძებდა და იწერდა, დიახ როდესაც მე ეს გოგო დავინახე, ზუსტად ვიცოდი რომ, დღევანდელ დღეს, მე, მას, ამ დიპლომს გადავცემდი! ის ხომ ხატიას თანამემამულეა - დაასრულა სიტყვით გამოსვლა ამფითეატრის სცენაზე დირექტორმა და წითელ ბაფთიანი დიპლომი გამომიწოდა.