გიორგი სარდალაშვილმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ძიუდოისტებს შორის პირველმა გიორგი სარდალაშვილმა(60 კგ) იასპარეზა. ქართველი სპორტსმენი სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალიდან ჩაერთო. მან ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლჩაკი დაამარცხა და მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სარდალაშვილმა აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 20 წლისამ ოქროს მედალი მოიპოვა. ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონია.