სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჯოვინო ფლამარიონი („დინამო ბათუმი“) დაასახელეს.
წლის მოთამაშის ნომინაციაზე მასთან ერთად წარდგენილები პაატა ღუდუშაური („დინამო ბათუმი“) და გიორგი არაბიძე (ქუთაისის „ტორპედო“) იყვნენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამჯერად წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და ეროვნული საფეხბურთო ლიგის რჩეულების დაჯილდოება ერთად აღარ ჩატარდა.
2023 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ლიგის ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოკითხვაში ჩართულები იყვნენ სპორტული მედიის წარმომადგენლები. წელს პირველად, ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში, სპეციალისტებთან ერთად, გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ.