ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
" პრეზერვატივი და პარიზის ოლიმპიადა"
დიახ, დიახ, არ გაგიკვირდეთ, ოლიმპიელები ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ახალგაზრდები და ჯანღონით სავსენი. მერე რა, იტყვით თქვენ, ნეტავ სადა აქვთ ოლიმპიელებს სექსისთვის დრო, ან კიდევ დამატებითი ძალები, მათ ხომ პირველ რიგში თამაშებზე მაღალი შედეგის ჩვენება ევალებათო. და ალბათ მართალიც იქნებით. მაგრამ რეალობა სხვაა და ამას თავისი ობიექტური ახსნაც აქვს...
სპორტსმენი ხომ ოთხი წელი, დილიდან საღამომდე ინტენსიურ მზადებაში ატარებს, რათა მიაღწიოს მაღალ კონდიციებს, წარმატებით გამოვიდეს ათეულობით საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე და მოიპოვოს ოლიმპიური ლიცენზია. ბუნებრივია, მას არ აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ დაუნიშნოს პაემანი სასურველ ახალგაზრდას, გაიცნოს და დაუახლოვდეს მას...
როგორც ვიცით, ოლიმპიადებზე სპორტსმენები ოლიმპიურ სოფელში, კომპაქტურად ცხოვრობენ. ისინი ათი დღით, ერთი კვირით ადრე ჩადიან მასპინძელ ქალაქში. პარიზის ოლიმპიურ სოფელში, მსოფლიოს 206 ქვეყნის დელეგაციის წევრები იცხოვრებენ, სულ 14ათას 500 ადამიანი. ოლიმპიური სოფელი 52 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. მისი მშენებლობა 2,2 მლრდი ევრო დაჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადის დღეებში, პარიზში საკმაოდ მაღალი სიცხეებია მოსალოდნელი, სოფელში არც ერთი კონდიციონერი არაა. ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ ტემპერატურა დარეგულირდება ბუნებრივად, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე დარგული ათასობით ხის მეშვეობით და ნომრებში სიცხე 8 გრადუსით ნაკლები იქნება, ვიდრე გარეთ...
12 კვ.მეტრის ნომრები ორ ადგილიანია. საწოლები მეორადი, დაპრესილი კარდონისგანაა დამზადებული და ვიწრო, მხოლოდ 90 სმ სიგანისაა. ასეთი, საკმაოდ უხეში, მაგრამ გამძლე საწოლების დანიშნულებაა ოლიმპიადის უზარმაზარი ხარჯების შემცირება. იგივე მიზეზით, ძველი, გადამუშავებული სათევზაო ბადეებისგანაა დამზადებული ბალიშები და ლეიბები. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ, სპორტსმენებს შეეძლებათ ზეწრებისა და პლედების სუვენირებად წაღება... ნომრებში შესახლების წინ, პარიზის ოლიმპიადის მონაწილეებს დაურიგდათ საჭირო ნივთების ნაკრები, რომლებშიც შედიოდა, სხვადასხვა დანიშნულების ბოთლები, მაისური და ორი სპორტული ჩანთა, სატუალეტო დანიშნულების ნივთები, ტელეფონი და პრეზერვატივები. სულ დამზადდა 200 ათასი პრეზერვატივი მამაკაცებისათვის, 20 ათასი პრეზერვატივი ქალებისათვის და 10 ათასი სალფეთქი ორალური სექსისათვის, ანუ საშუალოდ 20 კონტრაცეპტივი ერთ სპორტსმენზე...
ამ ტრადიციას 1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე ჩაეყარა საფუძველი, რადგან მაშინ მთელ მსოფლიოში შიდსი მძვინვარებდა...
მოკლედ, სექსის თემა ოლიმპიადების მუდმივი თანმმდევია. სექსის უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული შენობების წინა მწვანე მინდვრებზე, შენობების შუა პერიმეტრზე და ბალკონებზე. მაგრამ ყველაზე მეტად სექსს, როგორც წესი, საწოლები მასპინძლობენ.
და სწორედ მაშინ გამოჩნდება, თუ როგორი მტკიცეა მეორადი კარდონების გადამუშავებით დამზადებული პარიზის ოლიმპიური სოფლის საწოლები... აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრეზერვატივებზე პარიზის ოლიმპიადის სიმბოლოებია გამოსახული. მასზე ასევე შეგხვდებათ მეტად საინტერესო წარწერები, ვთქვათ ისეთი, როგორიც ესაა:
" პატიოსნად ითამაშეთ სიყვარულის მოედანზე, აუცილებლად ითხოვეთ პარტნიორისგან თანხმობა."
და ბოლოს, კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია. დღეს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე იმღერებენ სელინ დიონი, რომელიც უკვე ოთხი წელია არ გამოჩენილა მაყურებლის წინაშე და ლედი გაგა. ისინი დუეტში შეასრულებენ ედიტ პიაფის სიმღერას La Vie en rose ---ცხოვრება ვარდებში.