ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
"ფიქრები ოლიმპიადის წინ."
ორიოდე დღე რჩება Paris-24-ის გახსნამდე, თუმცა უკვე დღეს, 24 ივლისს, სტარტს აიღებს ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირი...
ამასწინათ გაჟღერდა ცნობა იმის შესახებ, რომ ცნობილი ამერიკელი რეპერი, სნუპ დოგი, მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში, კერძოდ ის მიიტანს ოლიმპიურ ცეცხლს ეიფელის კოშკთან. ალბათ დაგაინტერესათ, თუ რატომ ერგო ამერიკელს ასეთი პატივი, არაა?
მიზეზი უბრალოცაა და ამავდროულად, საკმაოდ მნიშვნელოვანიც. ყველაფერი იმითაა გამოწვეული, რომ 2028 წელს, შემდეგ ოლიმპიურ თამაშებს სწორედ ამერიკა, კერძოდ კი კალიფორნიისა და ამერიკის მთელი დასავლეთ სანაპიროს უდიდესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი, ქალაქი
ლოს-ანჟელესი უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, ოლიმპიადის გახსნის აღლუმს მასპინძელი სახელმწიფოს დელეგაცია ხურავს, ბოლოსწინანი კი, როგორც წესი, მომავალი ოლიმპიადის მასპინძლები, ანუ ამ შემთხვევაში ამერიკელები ჩაივლიან. უნდა ითქვას, რომ ამერიკის დელეგაცია ყველაზე მრავალრიცხოვანია ოლიმპიადის მონაწილე 206 ქვეყნის დელეგაციიდან, 596 სპორტსმენი, რაც მსოფლიო მასშტაბით ამერიკელთა სრულ სპორტულ ჰეგემონიაზე მიანიშნებს. როგორც წესი, ამერიკელები, ყველა ოლიმპიადის ფავორიტები და გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებულები არიან ხოლმე...
წინა ბლოგში გაცნობეთ, რომ ჩვენი 28 სპორტსმენი პარიზში გამოვა სპორტის 9 სახეობაში. ესენია: ძიუდო, თავისუფალი სტილითა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ბატუტზე ხტომა და ცურვა. ამას ემატება შერეული გუნდური პირველობა ძიუდოში.
28 ქართველი სპორტსმენიდან 21 ვაჟია და 7 ქალი. ოლიმპიელთა შორის 4 ოლიმპიური ჩემპიონია: ლაშა ტალახაძე (ორგზის), ლაშა ბექაური, ლაშა შავდათუაშვილი და ნინო სალუქვაძე. პარიზში გამოვა ასევე 8 ყოფილი თუ მოქმედი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი.
რაც შეეხება ჩვენი ოლიმპიელების შანსებს, ჩემი აზრით, პარიზის ოლიმპიადაზე გამარჯვების რეალური შანსები აქვთ: ლაშა ტალახაძეს, სანდრო ბაზაძეს და გენო პეტრიაშვილს. როგორც გამარჯვების, ასევე საპრიზო ადგილის დაკავების რეალური შანსი აქვს ჩვენს შვიდივე ვაჟ ძიუდოისტს, აგრეთვე ძიუდოისტთა შერეულ ნაკრებს. ოლიმპიადების ისტორიაში,
ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგი 8 საპრიზო ადგილია. რაც შეეხება ოქროს მედლებს, ჩვენი საუკეთესო შედეგი 3 ოქროა. თუ გავითვალისწინებთ, ქართული სპორტის ბოლოდროინდელ აღმავლობასა და დიდ წარმატებებს, იმედი მაქვს, რომ ჩვენი მცირერიცხოვანი დელეგაცია შეძლებს გააუმჯობესოს ოლიმპიური გუნდის მიღწევები. კრძოდ, ჩემი პროგნოზი ასეთია, 10 მედალი, მათ შორის 4 ოქრო. ასეთი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, ჩვენი გუნდი დაამყარებს ისტორიულ შედეგს და დიდი ალბათობით, დაიმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს 20 საუკეთესო სპორტულ ქვეყანას შორის. უნდა აღინიშნოს, სახელმწიფოს მიერ ოლიმპიადაზე გამარჯვებისათვის დაწესებული თანხაც. ოქროს მედალოსანი მიიღებს ერთ მილიონ ლარს, ვერცხლისა ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი, 250 ათას ლარს...
წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენი პატარა ქვეყნის მცირერიცხოვან დელეგაციას, რომ კიდევ ერთხელ აჩვენოს მსოფლიოს ქართველთა საოცარი შემართება და შეუდარებელი ბრძოლისუნარიანობა.