ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად. Paris-24
ფეხბურთში ევროპის პირველობის ფინალური თამაშის წინ მოდით კვლავ დავუბრუნდეთ ოლიმპიურ თემას...
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პარიზის ოლიმპიადა რიგით მეცხრეა. მათ შორის პირველში, რომელიც 1992 წელს ბარსელონაში გაიმართა, ჩვენები სნგ-ს გაერთიანებულ გუნდთან ერთად გამოდიოდნენ და მათ რიგებში მხოლოდ 12 სპორტსმენი ირიცხებოდა. მიუხედავად ამისა, ქართველებმა მაშინ 3 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს (არნახული შედეგიანობაა, რადგან მონაწილეთა 2/3-მა მედლის მოპოვება შეძლო)...
საქართველო წლევანდელ ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენით წარსდგება, რაც პირველი ოლიმპიადის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს, ჩვენ ხომ მცირერიცხოვნობა- საც მიჩვეული ვართ და ამის მიუხედავად, დიდი გამარჯვებების მოპოვებასაც. სიაში 28 ათლეტია, 10 ძიუდოისტი, 4 თავისუფალი სტილითა და 3 ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 3 ძალოსანი, 2 მოცურავე, 2 მოკრივე, თითო-თითო, მძლეოსანი, მოფარიკავე, ბატუტზე მხტომელი და ტყვიის მსროლელი...
ჩვენს გუნდში 4 ოლიმპიური ჩემპიონია და ესეც განსაკუთრებული მაჩვენებელია, რადგან გუნდში ოლიმპიური ჩემპიონების წილი 14,3 პროცენტს შეადგენს. ბოლო ორი ოლიმპიადის გამარჯვებულია ჩვენი ლეგენდარული ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ბოლო, ტოკიოს ოლიმპიადისა , ლაშა ბექაური, ოლიმპიადების სამივე სინჯის მედლების მფლობელები არიან ლაშა შავდათუაშვილი (ალბათ შეამჩნიეთ, რომ საქართველოში ყველა ლაშა ოლიმპიური ჩემპიონია) და ნინო სალუქვაძე. ეს უკანასკნელი უნიკალური და ალბათ განუმეორებელი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდება, რადგანაც ნინოსთვის (სალუქვაძე 55 წლისაა) პარიზის ოლიმპიადა კარიერაში მე10-ე იქნება. ასევე სასიხარულოა, რომ საქართველოს ძიუდოისტების ქალთა და კაცთა ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადის შერეულ გუნდურ პირველობაზე. ავტორიტეტული პროგნოზის თანახმად, სპორტის ექსპერტები , საქართველოს გუნდს 10 მედალს, მათ შორის 4 ოქროს უწინასწარმეტყვე- ლებენ, მაშინ როცა ჩვენი საუკეთესო შედეგი 8 მედალი და 3 ოქროა. თუ პროგნოზი გამართლდა, ჩვენი მცირერიცხოვანი გუნდი მსოფლიოს 206 სახელმწიფოს შორის 23-ე ადგილზე დამკვიდრდება, რაზეც მე პირადად, ახლავე და ულაპარაკოდ მოვაწერდი ხელს...
რაც შეეხება მონაწილეებს, ყველაზე მეტი, 559 სპორტსმენით აშშ-ის გუნდი იქნება წარმოდგენილი, ხოლო, ოლიმპიადის მონაწილე 206 ქვეყანას შორის, ყველაზე ნაკლები , სულ ერთი მონაწილე, ანდორას ეყოლება. ოლიმპიადების ისტორიაში პირველად პარიზის ოლიმპიადაზე დამყარდება გენდერული თანაფარდობა და აქ მონაწილე 10500 სპორტსმენიდან, ქალთა და მამაკაცთა რაოდენობა თანაბარი, 5250-5250 იქნება...
გარდა ამისა, როგორც ადრე გაცნობეთ, ისტორიაში პირველად ოლიმპიადის გახსნა სტადიონზე კი არა, ღია სივრცეში, სენის სანაპიროზე გაიმართება და მას ჩვეულებრივზე ათჯერ მეტი, 600 ათასი მაყურებელი დაესწრება.