GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
თეონა ნაზღაიძე| ქალაქ ნანსში ქართული სათვისტომო გაიხსნა
497
საქართველო / საფრანგეთი / კულტურა / საზოგადოება
საფრანგეთში ქალაქ ნანსში ქართული სათვიტომო გაიხსნა. სათვისტომოს იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი თეონა ნაზღაიძეა.

სათვისტომოს შესახებ ვრცლად თეონა გვიამბობს.

-გამარჯობა თეონა მადლობა რომ დაგვითმეთ დრო, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა როცა მსგავს ინფორმაციას ვიგებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდოთ დეტალური ინფრომაცია სათვისტომოს შესახებ. დვიწყოთ თავიდან, როდის გაჩნდა ეს იდეა და როდის დაიწყე ამ იდეაზე ფიქრი.

-გამარჯობა მადლობა რომ დაინტერესდით, იდეა გაჩნდა რამოდენიმე თვის წინ, 12 წელია ვცხოვრობ საფრანგეთში, კერძოდ ქალაქ ნანსში, წლების მანძილზე მე ვხედავდი თუ როგორ გვაკლდა ყველაფერი ქართული, ვხედავ ქართველ ბავშვებს რომლებმაც არ იციან ქართული. ვფიქრობ რომ მათ ხელშეწყობა სჭირდებათ, ამიტომ გადავწყვიტე თანადამფუძნებლებთან ერთად ქართული სათვისტომო დაგვეარსებია.

-უფრო კონკრეტულად რომ მითხრა რა არის სათვისტომოს მიზანი და რით დაეხმარება ის ქართველ ხალხს?

-ქართული ასოციაცია, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველსაყოფად,ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შეიქმნა.
ასოციაცია მიზნად ისახავს:
ქართული კულტურის საფრანგეთში პოპულარიზაციას, საქართველოს მიღწევების, მისი უნიკალურობის წარმოჩენას და ქართულ-ფრანგული კულტურული კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავებას, კულტურული დიალოგის გზით. ხელი შეუწყოს სოლიდარობას, სამოქალაქო ჩართულობას, ასევე საფრანგეთში ქართული კულტურის ცნობიერების ამაღლებას, საფრანგეთში ქართველების ინტეგრაციის ხელშეწყობას. ქართველებისთვის ქართული ენის, საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიის გეოგრაფიის შემსწავლელი სკოლის გახსნას, ასევე გვექნება ფრანგული ენის სწავლების კურსები დამწყებთათვის, ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის. იგეგმება ქართულ ფოლკლორული ანსამბლის დარსება და ქართული ცეკვისა და სიმღერის შესწავლა, რასაც ეტაპობრივად გავაკეთებთ ჩვენი დიდი მონდომებით მჯერა ყველაფერი გამოგვივა.

-ძალიან კარგია და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან საინტერესო სახელი აქვს თქვენს ასოციაციას, საიდან წამოვიდა ამ სახელის ისტორია?

-მინდა გითხრათ რომ ამ სახელის დარქმევას დიდი გაუგებრობა მოჰყვა, სხვების მხრიდან, რადგან სვანური სახელია და მზეს ნიშნავს, მე კი ძალიან მომწონს ეს სახელი და სწორედ რომ, აქ მოზარდი ბავშვებისთვის მინდა ასოციაცია ,,ლილე’’ იყოს ამომავალი მზე მათ ცხოვრებაში, პირდაპირ მზეს ვერ დავარქმევდი ამიტომ ასე გადავწყვიტე, ლოგოზეც შესაბამისად ვიმუშავეთ და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქართული დეტალია დატანილი ლოგოზე.

-ძალიან საინტერესო და კარგია. გახსნას როდის გეგმავთ და რა მასშტაბით.

-გახსნა იქნება მასშტაბური და მრვალფეროვანი, გვეყოლება როგორც ქართველი ასევე უცხოელი სტუმრები. მოლაპარაკებები უკვე ვაწარმოე ადგილობრივ მერიასთან, ყველაფერი შეთანხემბული მოგვარებული და გადაწყვეტილია, ასევე ვიწვევთ გახსნაზე ამერიკიდან უნიჭიერეს მომღერალს ნინი შერმადინს. საბოლოო პროგრამას სამი კვირით ადრე გამოვაქვეყნებთ. ოფიციალურ ადგილობრივ ჟურნალში ჩვენი ასოციაციის შესახებ უკვე გამოქვეყნდა ვიწყებთ მზადებას ინაგურაციისათვის რომელიც 29 სექტემბერს შედგება.

-დიდი მადლობა თეონა გისურვებთ წარმატებებს.

ქართული სათვისტომო


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »