GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააპატიმრეს.
39
საფრანგეთი
საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერზე თავდასხმის საქმეზე ორი პირი დააპატიმრეს.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი” წერს, საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერ პრისკა ტევენოზე თავდასხმა საპარლამენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას მოხდა.

პოლიციამ აღნიშნული საქმის ფარგლებში ერთი არასრულწლოვანი და ერთი ზრდასრული პირი დააკავა. ორივე მათგანს ბრალად წაუყენეს არჩეულ თანამდებობის პირზე ძალადობა.

ზრდასრული ბრალდებული ადრე ნასამართლევია. ის ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მოპარული ნივთების გაყიდვის გამო გაასამართლეს. დაკავებული არასრულწლოვანი კი, ჯგუფურ ძარცვაში მონაწილეობისთვის იყო მსჯავრდადებული.

საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერზე თავდასხმის საქმის კიდევ ორი ფიგურანტი საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.
როგორც „ფრანს პრესი“ წერს, თავდასხმაში სულ 20-მდე პირი მონაწილეობდა.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »