ქართველი ნიჩბოსანი გია გაბედავა ევროპის ჩემპიონია
სლოვაკეთმა ახალგაზრდებს შორის ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა გია გაბედავამ, რომელმაც 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ქართველმა ნიჩბოსანმა ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 39,980 წამში დაფარა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი პოლონელს ერგო, მესამე ადგილი კი ჩეხმა სპორტსმენმა დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.