GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ირაკლი კობახიძე - ღირსეულ პოზიციას სადაც დაიჭერ, იქ მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ მიდგომით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას
1
საქართველო / პოლიტიკა
სადაც ღირსეულ პოზიციას დაიჭერ და არავის გაატანინებ უსამართლო კრიტიკას, იქ მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და მომავალშიც ამ მიდგომით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.

პრემიერის შეფასებით, როდესაც ვიღაცას უნდა, რომ გაუმჭვირვალე დარჩეს „ენჯეოების“ დაფინანსება, ეს აჩენს შიშებს სახელმწიფო სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

„მით უმეტეს, ვიცით, რომ წლების განმავლობაში გაუმჭვირვალობა გამოყენებულ იქნა ქვეყანაში ხელისუფლების არჩევნების გარეშე შესაცვლელად. გაუმჭვირვალობა იყო ამის მთავარი ინსტრუმენტი. ამ პირობებში, როდესაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აკრიტიკებენ ხელისუფლების ინიციატივას, ეს აღრმავებს ჩვენს შიშებს, საფუძვლიან შფოთვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ უნდა ვინმეს, მაგალითად, გააგრძელოს კელი დეგნანის გზა. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. ამიტომ ვამბობთ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შენიშვნები. თუ არ იქნება კონკრეტული შენიშვნები და იქნება ზოგადი განცხადებები, მით უმეტეს ასეთი ცრუ განცხადებები, თითქოს მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურების სახელით მოქმედ ორგანიზაციებზე ვრცელდება „ფარა“, ამ შემთხვევაში, ჩვენ სამწუხარო დასკვნებს გამოვიტანთ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ვერ შეარყევს ჩვენს ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქვეყანამ ბევრად უფრო რთული პროცესები გამოიარა 2020 წლის შემოდგომიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს რთული პროცესები დასრულდა იმით, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი.

„ღირსეულ პოზიციას სადაც დაიჭერ, იქ მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის და ასე ვაპირებთ ურთიერთობების გაგრძელებას. ჩვენ კომპრომისებიც გვქონდა, მათ შორის აპრილის შეთანხმების სახით, მაგრამ სადაც საჭირო იყო პრინციპული პოზიციის დაჭერა, გახსოვთ, იქაც იყო უხეში კრიტიკა, დავიჭირეთ პრინციპული პოზიცია და მივიღეთ შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის.

შედეგი არის ის, რომ შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში, არავის მივეცით რევოლუციის მოწყობის საშუალება, მშვიდობა აქვს ჩვენს ქვეყანას და ამასთან ერთად, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. სადაც ღირსეულ პოზიციას დაიჭერ და არ გაატანინებ არავის უსამართლო კრიტიკას, იქ მიიღებ შედეგს შენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ მიდგომით ვაპირებთ, მომავალშიც მუშაობის გაგრძელებას. ყოველ ჯერზე ჩვენ მოვითხოვთ ფაქტებზე დაფუძნებულ განცხადებებს. სადაც განცხადებები მოკლებულია ფაქტებს, ასეთ განცხადებებს ვერ გავყვებით, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »