GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
უსაფრთხოების პერიმეტრი, QR კოდი: დღეისათვის რა მდგომარეობაა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებთან დაკავშირებული მოძრაობის შეზღუდვების მხრივ?
357
საფრანგეთი / სპორტი
უსაფრთხოების პერიმეტრი, QR კოდი: დღეისათვის რა მდგომარეობაა პარიზის
2024 წლის ოლიმპიური თამაშებთან დაკავშირებული მოძრაობის შეზღუდვების
მხრივ?


Le Parisien-თან ინტერვიუში,საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა დეტალურად აღწერა უსაფრთხოების
ზომები, რომლებიც გატარდება პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.
მოძრაობის ეს შეზღუდვები დაემატება იმ შეჯიბრებების ადგილების გარშემო არსებულ
პერიმეტრებს, რომლებიც პარიზის პრეფექტის მიერ უკვე დაანონსებულია. სად იქნება
შესაძლებელი მოძრაობა?
8 აპრილს, Le Parisien-თან ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა დეტალურად აღწერა
უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ამოქმედდება სენას გარშემო ოლიმპიური თამაშების
გახსნის ცერემონიისთვის. ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე მოძრაობა მკაცრად
შეიზღუდება, QR კოდის წარდგენის ვალდებულებით. გასული წლის ნოემბერში პარიზის
პოლიციის უფროსმა, ლორან ნუნემ გამოაცხადა, რომ დაცვის ასეთივე რეჟიმი დაწესდება
სტადიონების გარშემო, შეჯიბრებების მიმდინარეობისას.
შეზღუდვები გახსნის ცერემონიაზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეებისთვის
26 ივლისს, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას 600 000-მდე ადამიანი დაესწრება სენას
სანაპიროებზე თუ დედაქალაქში ფანებისთვის გამოყოფილი ზონებში. პარიზელებისთვის
მოძრაობა გართულდება ივლისის დასაწყისიდან. „პარიზელებს, მათ შორის მორბენალებს,
გაუჭირდებათ ამ სექტორზე წვდომა, რადგან „ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო
კომიტეტი“ და ქ. პარიზის ადმინისტრაცია ტრიბუნებს დაამონტაჟებენ“, აცხადებს ჟერალდ
დარმანიანი Le Parisien-თან. 1-დან 15 ივლისამდე ეტაპობრივად დაიკეტება სენას ხიდები.
მაგრამ გადაადგილებაზე რეალური შეზღუდვები ცერემონიის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე
ამოქმედდება. მოძრაობა აიკრძალება სენას გარშემო ფართო პერიმეტრზე (იხ. Le Parisien-ის
მიერ პრეფექტურის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილია რუკა), ღია იქნება რამდენიმე ქუჩა
და ოთხი ხიდი (ნოტრ-დამის, სიულის, იენას და ინვალიდების), რათა მძღოლებმა მდინარის
გადაკვეთა შეძლონ. ცერემონიის დღეს, 13 საათიდან, არცერთ მძღოლს არ ექნება მთლიან
პერიმეტრზე მოძრაობის უფლება, გამონაკლისი შეიძლება დაშვებული იყოს მხოლოდ
სამაშველო მანქანებისთვის.

ცერემონიამდე ერთი კვირით ადრე ამ დიდი პერიმეტრის შიგნით ასევე შეიქმნება უფრო
შეზღუდული ზონა, სახელწოდებით Silt (შიდა უსაფრთხოება და ტერორიზმთან ბრძოლა). ეს
ზონა მოიცავს სენას ყველა სანაპიროს, სენ-ლუის კუნძულს, სიტეს კუნძულს, აგრეთვე
ტროკადეროს, ლუვრს, მარსის ველს და აუსტერლიცის სადგურს. მძღოლების მსგავსად, ფეხით
მოსიარულეებსაც შეეძლებათ ამ პერიმეტრის გადაკვეთა რამდენიმე მიმართულებით,
რომლებიც გახსნილი იქნება. სამაგიეროდ, მათთვის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს ან სურს
აღნიშნულ Silt ზონაში რომელიმე ადგილზე მისვლა, QR კოდი იქნება საჭირო. ეს სიტუაცია
შეეხება „რამდენიმე ათეულ ათასობით ადამიანს“, ადასტურებს ჟერალდ დარმანინი. მათ
მოუწევთ დარეგისტრირება 10 მაისიდან გახსნილ პლატფორმაზე და „უსაფრთხოების
სკრინინგის“ გავლის შემდეგ მიიღებენ საშვს. მოგზაურები, რომლებსაც სურთ აუსტერლიცის
სადგურამდე მისვლა, გათავისუფლდებიან QR კოდის ვალდებულებისგან თუ წარადგენენ
მატარებლის ბილეთს, იგივე შეეხებათ ლუვრის ან არაბული სამყაროს ინსტიტუტის
ვიზიტორებს, რომლებსაც ბილეთები უნდა ჰქონდეთ.
შეჯიბრებების დროს მოძრაობის აკრძალვა მოტორიზებული სატრანსპორტო
საშუალებებისთვის
ამგვარად, შეჯიბრებების ადგილები ოთხი პერიმეტრით იქნება შემოსაზღვრული, რომელთა
რუქებიც ხელმისაწვდომია ქ. პარიზის საიტზე. ოლიმპიური შეჯიბრებების ადგილების
მიმდებარედ, „საორგანიზაციო“ პერიმეტრიდან შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ
აკრედიტირებული ან ბილეთების მქონე პირებისთვის. მეორე უფრო ფართო პერიმეტრიდან,
Silt ზონიდან შესვლა ასევე შესაძლებელი იქნება მხოლოდ აკრედიტირებული
ადამიანებისთვის. იგი არ უნდა მოიცავდეს საცხოვრებელ სახლებს, რადგან ქ. პარიზის
ადმინისტრაცია საკუთარ საიტზე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Silt ზონების დაწესებით არ
გართულდება მდინარის სანაპიროებზე მაცხოვრებლების, მაღაზიებისა და საწარმოების
მდგომარეობა“.
ორი დიდი ზონა, წითელი და ლურჯი პერიმეტრები გააქტიურდება შეჯიბრებების ადგილების
ირგვლივ ღონისძიებებამდე 2,5 საათით ადრე და მოიხსნება მათი დასრულებიდან ერთი საათის
შემდეგ. ამ ორ ზონაში შეზღუდვები არ ეხება არც ფეხით მოსიარულეებს და არც
ველოსიპედისტებს, არამედ მხოლოდ მოტორიზებულ მანქანებს. მძღოლებს უფლება ექნებათ
იმოძრაონ ცისფერ პერიმეტრებში, თუ მათ აქვთ იქ შესვლის საფუძვლიანი მიზეზი: სახლში,
სამსახურში მისვლა, შეხვედრაზე წასვლა და ა.შ. პოლიციის მიერ შემოწმების დროს
„ნებისმიერი კანონიერი მტკიცებულება მიიღება“, განმარტავს ქ. პარიზის ადმინისტრაცია.
მეორეს მხრივ, წითელ პერიმეტრებში აკრძალული იქნება მოტორიზებული ტრანსპორტი,
გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სანაპიროებზე მცხოვრებლებისთვის და სასწრაფო
დახმარებისთვის. შემოწმების დროს მძღოლებმა ამჯერად უნდა წარადგინონ QR კოდი,
რომლის მიღებაც შეეძლებათ პლატფორმაზე დარეგისტრირებით. პლატფორმა აპრილის თვეში გაიხსნა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »