GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
23
სპორტი
ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
კვლავ დაგიბრუნდი ჩემო ძვირფასო მკითხველო და კვლავ ოლიმპიური თემით...
სულ უფრო და უფრო მცირე დრო რჩება რიგით 33-ე, პარიზის ოლიმპიადის გახსნამდე. როგორც უკვე გაცნობეთ, 8 მაისს, ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთი-
დან ქვეყნის უდიდეს საპორტო ქალაქში, მარსელში ჩამოვა. იმავე დღეს დაიწყება ოლიმპიური ცეცხლის 67 დღიანი მოგზაურობა მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე. ესტაფეტაში დაკავებული იქნება
11 ათასი ფაკელის გადამტანი სპორტსმენი და 20 ათასი მოხალისე.
ესტაფეტა ქვეყნის
400 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტს შემოივლის...
ახლახანს, პარიზის მერმა, ესპანური წარმოშობის ფრანგმა, ან იდალგომ, პრესკონფერენცია-
ზე საზეიმოდ განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ტრანსვესტიტი. ასე უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლით დადიან და ეს პროცესი მათ სიამოვნებას ანიჭებთ.
ამ ახალგაზრდა კაცის ფსევდონიმია Minima Geste (ანუ, მინიმალური ჟესტი). ის 25 სანტიმეტრიან ქუსლებზე შემდგარი შეიტანს ოლიმპიურ ფაკელს პარიზში...
ამ ამბავთან დაკავშირებით, მინიმამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ეს ამბავი ნამდვილად ჩემი სიამაყის დიდი წყაროა. ტრანსვესტისტის მიერ ჩასატარებელი ჩემი სამუშაო კი, თავისთავად, ნამდვილად
სპორტულია. მე ხომ ძალიან შემოჭერილ კორსეტებსა და სუპერ მაღალ ქუსლებს ვატარებ"...
ამ ამბავმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ფრანგულ საზოგადოებაში. ასე მაგალითად , კრიტიკით გამოვიდა ევროპარლამენტის წევრობის კანდიდატი, მარიონ მარეშალი:
"ნუთუ ჩვენ უნდა მოვიკატუნოთ თავი, რომ ეს ამბავი კარგად წარმოაჩენს საფრანგეთს?
ეს ადამიანი ხომ განსაკუთრებით ვულგარულ, ჰიპერ სექსუალურ წარმოდგენებს მართავს?
მე არ მგონია, რომ ეს იყოს მთელი მსოფლიოს თვალში საფრანგეთის წარმოჩენის კარგი საშუალება" ...
წარმოშობით მალელი, ფერადკანიანი მომღერალი, აია ნაკამურა, წარდგენილია პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ჰედლაინერად, ანუ წამყვან შემსრულებლად...
28 წლის აია დანიოკო (ეს მისი ნამდვილი გვარია) დაიბადა მალის დედაქალაქ ბამაკოში. მომავალი მომღერალი ჯერ კიდევ პატარა იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში, პარიზის მახლობლად რომ გადასახლდა. ნაკამურა საფრანგეთის ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული მომღერალია. მისი დედა ცნობილი პოეტესაა, ხოლო მამა კი კაბარეს მომღერალი. აიამ სახელი სიმღერა "ჯაჯა"-თი გაითქვა, რომელსაც იუთუბზე ერთი მილიარდი ნახვა დაუგროვდა, ხოლო მისი კლიპების ალბომს კი ორი მილიარდი...
როგორც ამბობენ, აიას კანდიდატურა თვით საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოიწონა. მარტის თვეში მომღერალი პრეზიდენტს ელისეს სასახლეში ესტუმრა და მანომ აიას ოლიმპიადის გახსნაზე ედიტ პიაფის ერთერთი ჰიტის, "სიყვარულის ჰიმნი"-ის, თავის სტილში შესრულება შესთავაზა...
აია ნაკამურას კანდიდატურამ მთელ ქვეყანაში პროტესტის დიდი ტალღა გამოიწვია. ფრანგების 63 პროცენტი ნაკამურას კანდიდატურის წინააღმდეგია. ქვეყნის ულტრა მემარჯვენე პარტიების ლიდერებმა, ერიკ ზემურმა და მარი ლე პენმა, რასისტული განცხადებები გააკეთეს. აღსანიშნავია უზარმაზარი ბანერი, რომელიც აქტივისტებმა სენის პირას გამოფინეს:
" არაფრის დიდებით აია, ეს პარიზია და არა ბამაკოს ბაზარი"...
პრეზიდენტი მაკრონი დადანაშაულებული იქნა ფრანგული ელეგანტურობის უხამსობით ჩანაცვლებაში, პოპულარული ფრანგული სიმღერის გააფრიკანებასა და ეთნიკური (ანუ ადგილობრივი) მომღერლების დაჩაგვრასა და არა ევროპელი ემიგრანტებით მათ ჩანაცვლებაში...
აია ნაკამურამ ასე უპასუხა თავის ოპონენტებს:
"შეიძლება თქვენ რასისტები ხართ, მაგრამ არა ყრუები. მით უარესი თქვენთვის. ახლა მე განმსჯის მთელი ქვეყანა, მაგრამ მე თქვენი რაიმე ვალი მააქვს?"
ფერადკანიანი მომღერლის წინააღმდეგ აგორებული პროტესტის ერთერთი მიზეზი სლენგის ენაა, რომელსაც აია იყენებს მის მიერ დაწერილ სიმღერებში. ის იყენებს არაბულ, ინგლისურ და დასავლეთ აფრიკულ დიალექტებს, რის გამოც მისი სასიმღერო ენა შორსაა აკადემიური ფრანგულისგან...
უნდა აღინიშნოს, რომ პარიზის ოლიმპიადის ორგკომიტეტი მთლიანად უჭერს მხარს ნაკამურას და გამოთქვამს აღშფოთებას მის წინააღმდეგ მიმართული რასისტული გამოხტომების გამო...
ჩემს მიერ ბლოგში აღწერილი რასიზმის გამოვლინების ორ ფაქტს, ალბათ უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ზემოთ გახმოვანებული მიზეზები. ერთერთი უმთავრესი ალბათ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის საერთო წილში აბორიგენთა წილის კატასტროფული შემცირება და ემიგრანტულ სექტორთან შედარებით შობადობის უკიდურესად დაბალი დონეა. ასე მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის, საფრანგეთის დედაქალაქის მოსახლეობის ერთ მესამედს მისი ყოფილი კოლონიე-
ბიდან (ასეთი კი 50 სახელმწიფოა) ემიგრირებული მოსახლეობა შეადგენს. ამ რაოდენობაში არ შედის მსოფლიოს კიდევ მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან საფრანგეთში ემიგრირებული მოსახლეობა. ამას ემატება ის მილიონობით ადამიანი, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების გარეშე იმყოფებიან...
ევროპელი სოციოლოგების ერთერთი გამოკვლევისა და დიდვადიანი პროგნოზის თანახმად, თუ საფრანგეთი უახლოეს მომავალში არ შეცვლის საიმიგრაციო პოლიტიკას, ქვეყანა მაქსიმუმ 30 წელიწადში გადაიქცევა მუსულმანურ სახელმწიფოდ...


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »