ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუსმინეს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სხდომაზე საფრანგეთის პარლამენტის სენატის ევროპის საქმეთა კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.
„საქართველოსა და საფრანგეთს შორის კავშირებს, პარტნიორობას და თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი გაძლიერება და გაღრმავება არის მიზანი, რომელიც საქართველოს ამოძრავებს“, - განაცხადა სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მაკა ბოჭორიშვილმა სტუმრებს საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. იგი ფრანგ კოლეგებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ესაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზანია რუსეთის მიერ ოკუპაციის დასრულება, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ამ პროცესში საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა.
„საქართველო ევროპის ნაწილია თავისი კულტურით, იდენტობით და ფასეულობებით და ბუნებრივია, რომ ჩვენი სწრაფვა ევროპული ოჯახისკენ დამოუკიდებლობის მოპოვების ადრეული წლებიდანვე დაიწყო. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით შექმნა მტკიცე საფუძველი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. 2018 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონსტიტუციით განისაზღვრა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი - ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია. 2022 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და გასულ წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით, საქართველო სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა და რეალური შესაძლებლობა გააჩინა, სწორედ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. დღეს საქართველო არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი შეფასებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამისთვის ყველა მხარემ მეტი უნდა გააკეთოს.
„თქვენი ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა დიალოგისთვის, რათა საქართველოსთან დაკავშირებული არასწორი აღქმები არ არსებობდეს ამ პროცესში და ერთად ვცეთ პატივი დემოკრატიის მთავარ საფუძველს, ხალხის არჩევანს და ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც საფრანგეთის სენატის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟან ფრანსუა რაპინიმ აღნიშნა, დელეგაცია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე წევრებისაგან შედგება, თუმცა საქართველოსადმი ყველას დამოკიდებულება განსაკუთრებულია.
„ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ მეგობრობის ხმა გაგაგონოთ, ეს ურთიერთობა მტკიცეა და ისტორიის სიღრმიდან მოდის, ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად. მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთი 2008 წელს აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში და მშვიდობის დამყარებაში“, - განაცხადა ჟან ფრანსუა რაპინმა.
მისი თქმით, ორივე ქვეყანამ მეგობრობის დიდი გზა გაიარა, რაც იძლევა იმის უფლებას, რომ პარლამენტებს შორის დიალოგი და სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიური და ნაყოფიერი იყოს.
შეხვედრისას, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ოპოზიციური პარტიების დეპუტატების მიერ ყურადღება გამახვილდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხზე ფრანგი კოლეგების მოსაზრებებით დაინტერესდნენ.
„ხშირად გამეორდა შეკითხვა - შეიძლება თუ არა ქართულ-ფრანგული მეგობრობა, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ჩავერიოთ ქართულ პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ რათა პროგრესი განიცადოთ, წინ წახვიდეთ, რომ უკეთ გაიგოთ ევროკავშირის ღირებულებები. ეს არის ჩვენი ჩამოსვლის მიზანი. შეიძლება ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ რაღაც საკითხებში, შეიძლება კანონის ტექსტი საქართველოში ერთი იყოს, საფრანგეთში - სხვაგვარი. ყველას, ნებისმიერ სხვა ქვეყანას, თავისი ხედვა აქვს. შეიძლება იყოს ეს იმის გამომწვევი, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები შეფერხდეს?! - რა თქმა უნდა, არა!“ - განაცხადა საფრანგეთის სენატის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატების საპასუხოდ.
„საფრანგეთის პარლამენტის დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა არის ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტური“, - განაცხადა სხდომის დასრულებისას მაკა ბოჭორიშვილმა.
საფრანგეთის პარლამენტის სენატის ევროპის საქმეთა კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მოწვევით იმყოფება. ოფიციალური ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება და მის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის გარდა, შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები აგრეთვე გაემგზავრებიან საოკუპაციო ხაზის მოსანახულებლად.