ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
გუშინ, 28 აპრილს, საერთაშორისო საინფორმაციო წყაროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ საბერძნეთში, კერძოდ კი მის დედაქალაქ ათენში, "პანათინაიკოსი"-ს ცნობილ სტადიონზე გაიმართა ოლიმპიური ცეცხლის (შემდეგში ოც) გადაცემის ცერემონიალი. ეს ის სტადიონია, სადაც 1896 წელს, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ზეიმი ჩატარდა. ოც გადაეცა ტონი ესტანგეს, Paris-24-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტს. ესტანგე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფრანგი სპორტსმენი, კანოისტ-სლალო-
მისტი, სამგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია...
ოც 17 აპრილს აინთო საბერძნეთის უძველეს ქალაქ ოლიმპოში, სადაც 1000 წლის განმავლობაში ტარდებოდა ანტიკური თამაშები. ათენში ჩამისვლამდე ოც-მა 11 დღე იმოგზაურა, სანამ ის ტონი ესტანგეს გადაეცემოდა.
შაბათს ოც, საბერძნეთის პირეის პორტიდან საფრანგეთისაკენ გაეშურა. ოც იმყოფება ძველებური აფრიანი გემის, სამანძიანი "ბელემი"-ს ბორტზე...
8 მაისს, "ბელემი" შევა საფრანგეთის უდიდეს საპორტო ქალაქ მარსელში, საიდანაც დაიწყება მისი 67
დღიანი საზეიმო სვლა ქვეყნის დეპარტამენტებსა, ქალაქებსა და კომუნებში...
ოც-ის დანთება დაგეგმილია ეიფელის კოშკის ყველაზე მაღალ ბაქანზე, რადგან მისი დანთება კოშკის მწვერვალზე შეუძლებელია იქ განლაგებული ანტენებისა და მეხამრიდების გამო...
დღეს ეს იყოს, მალე დაგიბრუნებით...