GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
11
საქართველო / სპორტი
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობის მეორე დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ჩემპიონობა იზეიმა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ფინალურ შეხვედრამდე სპორტსმენმა ფრანგ ალფა ოუმარ ჯალოს, სერბ ისლამ სოგენოვს და უნგრელ ატილა უნგვარს სძლია. ნახევარფინალში მან იტალიელი ანტონიო ესპოზიტო დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტული ქართველმა ძიუდოისტმა კარიერაში მესამედ მოიპოვა. ოქროს მედლები მან 2020 და 2022 წლებში, ვერცხლი კი 2023 წელს დაისაკუთრა.

ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია ესწრება.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა.


ნავიგაცია

საქართველო 895 არჩევნები 2024 4 საფრანგეთი 317 მსოფლიო 505 პოლიტიკა 435 კულტურა 100 სპორტი 504 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    ოქტომბერი 2024    »
ორსმოთხთპრშბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

არქივი

ოქტომბერი 2024 (32)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)
ივნისი 2024 (20)
მაისი 2024 (42)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »