ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
კვლავ თქვენთან ვარ და კვლავ ოლიმპიადას უტრიალებს ჩემი ფიქრები. მაშ დავიწყოთ...
ალბათ ძალიან ცოტა თუა დედამიწის ზურგზე ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ოლიმპიადის გახსნისთვის ერთხელ მაინც არ უდევნებია თვალი. ეს ჭეშმარიტად ულამაზესი, გრანდიოზული და შთამბეჭდავი სანახაობაა და მისი ნახვით მიღებული ემოციები მთელი ცხოვრება თან სდევს ადამიანს...
როგორც წინა ბლოგებში ვწერდი, Paris-24-ის ორგანიზატორებმა უპრეცედენტო იდეა ჩაიფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ ოლიმპიადის გახსნა არა თუ ტრადიციისამებრ სტადიონზე, არამედ მდინარე სენაზე და მის სანაპიროზე ჩაეტარებინათ. სავარაუდოდ, შედარებით მცირე ტერიტორიაზე 600 ათასამდე ადამიანი შეიკრიბება და მიიღებს მონაწილეობას სპორტული ოთხწლეულის უპირველეს ღონისძიებაში. თავისთავად იდეა მეტად მიმზიდველია და მას წარმატების დიდი პოტენციალი გააჩნია. მაგრამ, ჩემი აზრით, ამ იდეას ერთობ დასაფიქრებელი პრობლემაც ახლავს თან. ეს არის ასიათასობით ადამიანის უსაფრთხოების გაკონტროლების სიძნელეები და ტერაქტის საშიშროება. იმედი მაქვს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პარიზის მერი ან იდალგო დროზე უარყოფენ ამ უდიდესი საფრთხის შემცველ, პროვოკაციულ იდეას და Paris-24-ს მშვიდ, მინიმალური საფრთხის შემცველ კალაპოტში გადაიყვანენ...
რადგან ტერაქტების თემას შევეხეთ, მინდა მოკლედ მოგითხროთ ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე საშინელი ტრაგედიის შესახებ, რომელიც 1972 წელს გერმანიაში, მიუნხენის ოლიმპიადაზე მოხდა...
მომხდარის პრედისტორია ასეთი იყო: პალესტინის ახალგაზრდა სპორტსმენთა ორგანიზაციამ ითხოვა ოლიმპიადაზე მონაწილეობის ნებართვა, რაზეც თამაშების ორგკომიტეტისგან უარი მიიღო. სწორედ მაშინ დაიბადა შურისძიების გეგმა, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაციამ "სისხლიანი სექტემბერი" განახორციელა. მათ ისარგებლეს თამაშების ორგანიზატორთა გაუფრთხილებლო- ბით და შუაღამისას, კბილებამდე შეიარაღებულმა რვა ტერორისტმა ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შეაღწია. მძევლად იქნა აყვანილი ისრაელის დელეგაციის 11 წევრი.
სამწუხაროდ, გერმანიის პოლიციის არაპროფესიონა- ლური
მოქმედების შედეგად, ყველა მძევალი დაიღუპა...
დღევანდელ, უკიდურესად დაძაბულ მსოფლიოში, როცა ტერორისტული დაჯგუფებები მუდმივ საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან ადამიანებს, ხალხმრავალი სპორტული ღონისძიებები მათი ერთერთი ყველაზე მიმზიდველი სამიზნეა. იმედია, რომ პარიზის თამაშები უსაფრთხოდ ჩაივლის და მთელი მსოფლიო დატკბება ჩვენი პლანეტის უძლიერეს ათლეტთა გამოსვლებით...
მინაწერი:
სავარაუდოდ, Paris-24-ის თამაშებს თვალს მიადევნებს 4 მილიარდი მაყურებელი..