GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად
52
სპორტი
ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად


ბოლო სპორტულმა მოვლენებმა და სპორტის გარშემო საქართველოში ატეხილმა აჟიოტაჟმა, ძალაუნებურად მეც თქვენსავით ბევრ რამეზე ჩამაფიქრა. დღეს ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და MMS-ის ქართველი მებრძოლების, აწ უკვე მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას და ჩემპიონობის უპირველესი კანდიდატის, მერაბ დვალიშვილის მიერ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებებისგან ჩემში გაღვიძებული ისტორიული გადაძახილის შესახებ მინდა მოგითხროთ. და მე ეს ბლოგი ასე დავასათაურე:
ქართული გენის საოცარი პარალელები.
ოდითგანვე გამორჩეული იყო ქართველი მეომარი ბრძოლაში, თავისი დაუოკებელი ჟინითა თუ შემართებით, უშიშარობით, დიდი ფიზიკური ძალითა და ხმალდახმალ შერკინების ფილიგრანული ოსტატობით. და როგორც ყველაფერს, ამ ფენომენსაც ჰქონდა თავისი წინაპირობა.
ჩვენი სამშობლო ხომ ძალიან პატარაა, ჩვენი ერი კიდევ, მცირერიცხოვანი. ალბათ ამიტომ, ქართველები არასოდეს ყოფილან დამპყრობლები, ისინი მხოლოდ თავიანთ სამშობლოს, სარწმუნოებას და ოჯახებს იცავდნენ ურიცხვი მტრის შემოსევებისაგან. და სწორედ ეს იყო ქართველი კაცისთვის დიდი მოტივაცია და შესაბამისად, დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მრავალრიცხოვან მტერთან უთანასწორო ბრძოლაში. საქართველოს ისტორიაში უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა მტერი რიცხობრივად ხუთჯერ, ათჯერ და 20-ჯერაც კი აღემატებოდა ქართულ ლაშქარს.
მიუხედავად ამისა, არასდროს დაუხევია ქართველ მეომარს უკან, ხმალდახმალ შერკინებია მტერს და გამარჯვებული გამოსულა უთანასწორო ბრძოლიდან. როგორი ენერგია, ძალა და გამძლეობა სჭირდებოდა კაცს, რომლის საგზალი ომში წაღებული, უნაგირზე გადაკიდებულ აბგაში მოთავსებული რამოდენიმე ჩურჩხელითღა შემოიფარგლე-
ბოდა. და სწორედ ამ თავდადებამ გადაარჩინა საქართველო და ქართველი ერი განადგურებასა და გადაჯიშებას...
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. უსწრაფესად გაირბინეს წლებმა, ასწლეულებმა და დადგა 21-ე საუკუნე. ახლა ქართველი უკვე სპორტულ არენაზე წარმოაჩენს თავის უპირატესობას მეტოქესთან ჭიდილში. თავდაუზოგავად იბრძვიან ბუდუ, მამარდა, კვარა, ილია, მერაბი და ძმანი მათნი ქართველნი და გამარჯვებებიც მოდიან გრიალ-გრიალითა და ზარ-ზეიმით...
ქართველი ხომ ოდითგან ხმლით იყო ძლიერი და განა საოცარი არ არის, რომ დღესაც ასეა?
დიახ, დიახ, ფარიკაობის მსოფლიო ფედერაცია, უკვე ორი წელია, ჩვენი პლანეტის საუკეთესო ხმლით მოფარიკავედ ქართველ სანდრო ბაზაძეს ასახელებს. სანდრომ უკვე მოიპოვა Paris-24-ის საგზური და ის ოლიმპიადაზე გამარჯვების ერთერთი უპირველესი ფავორიტია. ოცნების ახდენა და ოლიმპიური ჩემპიონობა ვუსურვოთ დიდ წინაპართა ღირსეულ მემკვიდრეს,
სანდრო ბაზაძეს...
ახლა კი გადავიდეთ სპორტის ძალისმიერ სახეობებზე.
ერთერთი მათგანი, სადაც ათლეტებს წარმოუდგენლად დიდ სიმძიმეებთან უწევთ ჭიდილი, სტრონგმენია.
"ძლიერი კაცი", (სწორედ ასე ითარგმნება სტრონგმენი ქართულად) ამ ნახევარი საუკუნის წინ დაინერგა ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკვე მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. ეს არის წარმოუდგენლად დიდი სიმძიმეების გადაადგილება სხვადასხვა მანძილსა თუ სიმაღლეზე. ძლიერ მამაკაცთა ასპარეზობაზე სათანადო წარმოდგენის შესაქმნელად, ალბათ ერთი მაგალითის მოყვანაც საკმარისი იქნება. ამ სპორტში 30 ტესტია და ერთერთ მათგანში, მოასპარეზემ თავს ზემოთ უნდა აწიოს მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ნახევარ ტონამდე იწონის... სტრონგმენი სულ რაღაც ამ თხუთმეტიოდე წლის წინ დაინერგა საქართველოში. ეს საოცრად მცირე დრო სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ქართველებს აქაც გამოეჩინათ თავი. ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია მსოფლიო და ევროპის პირველობების მრავალგზის პრიზიორი და საერთაშორისო შეჯიბრებების არაერთგზის გამარჯვებულია. კოტე 196 სმ. სიმაღლისაა და 170 კგ-ს იწონის. გოლიათ სპორტსმენს ქართველი ხარი შეარქვეს სტრონგმენის სპეციალისტებმა და მისმა მრავალრიცხოვანმა უცხოელმა გულშემატკივარმა. ალბათ, ბევრ თქვენგანს ახსოვს კოტეს ამ ხუთი წლის წინანდელი გამოსვლა ქართულ ნიჭიერში, როცა მან 140 ტონიანი ბოინგი გაათრია აეროპორტის სარბენ ბილიკზე ...
ჩემი აზრით, თქვენ, ქალი ბრძანდებით თუ კაცი, დიდი თუ პატარა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაგიწევიათ მკლავი თქვენს მეტოქეზე. ეს უძველესი, ძალის სატესტო გასართობი, მხოლოდ გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დამკვიდრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც სპორტის ოფიციალური სახეობა. საქართველოში არმრესლინგის ( რაც პაექრობას, ბრძოლას ნიშნავს) ისტორია მხოლოდ 35 წელს ითვლის და ქართველებს ამ მცირე ხნის განმავლობაში უამრავი უმაღლესი ტიტული აქვთ მოპოვებული... ამ მხრივ, ჭეშმარიტად საოცარ შედეგებს მიაღწია ჩვენმა თანამემამულემ ლევან საგინაშვილმა, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს და რომელსაც მთელი მსოფლიო ქართველ ჰალკად იცნობს. ლევანის სიმაღლე 190 სმ-ია, ხოლო წონა 178 კგ-მი. უკვე დიდი ხანია გოლიათი ქართველი დაუმარცხებელია და მის კარიერასაც მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულის არაერთი, უმაღლესი სინჯის მედალი ამშვენებს ...
როგორც უკვე ავღნიშნე , სტრონგმენი და ასევე მკლავჭიდიც სპორტის შედარებით ახალგაზრდა სახეობებია და ისინი ჯერჯერობით არ არიან შეტანილი ოლიმპიადების პროგრამაში. ხოლო როცა ეს მოხდება, ეს იქნება წარმატების დამატებითი შანსი როგორც კოტესა და ლევანისათვის, ასევე მათი შემდგომი თაობებისა და მთლიანად ქართული სპორტისათვის...
ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე. და ეს ძალოსნობაა, რკინასთან მებრძოლი ხალხი. დიახ,თქვენ გამოიცანით, ეს ლაშა ტალახაძეა, ქართველთა სიამაყე. ლაშა 197 სმ-ია სიმაღლეში და 176 კგ-ს იწონის. გოლიათ სპორტსმენს, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტჯერ, 7- ჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი. ის ასევე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლაშას ეკუთვნის აბსოლუტური მსოფლიო რეკორდები სიმძიმეების აწევაში, ატაცში-225 კგ-ი, აკვრაში-267 და ორჭიდში-492 კგ.
ასე რომ, გიხაროდეთ, ჩვენი ბებერი დედამიწის უძლიერესი ადამიანი ქართველია!
იმ საქართველოს მკვიდრია, რომელიც მსოფლიოს 200 სახელმწიფოს შორის 121-ეა ტერიტორიით და 124- ე მოსახლეობის რაოდენობით...
იამაყე ქართველო შენი წარსულით, უნიკალური გენით და ქართული სპორტის თანამედროვე მიღწევებით...
მომავალ შეხვედრამდე, ჩემო ძვირფასებო...


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »