ისტორიაში პირველად ბატუტზე ხტომაში გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია
პორტუგალია ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს ბატუტზე ხტომაში. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნინო ქორიძის, ანა ლაპიაშვილისა და მაია ბოჭორიძის შემადგენლობით.
ქართველმა სპორტსმენებმა გუნდურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ. საკვალიფიკაციო ასპარეზობაში მათ 276 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. ფინალში ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა იტალიის ნაკრებს ერთი ქულით აჯობეს და 13 ქულით გაიმარჯვეს.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს გუნდურ ასპარეზობაში ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვა, თეონა ჯანჯღავა და ანანო აფაქიძე ჩაერთვებიან.