ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
მოგესალმები სპორტის მოყვარულო და Paris 2024-ის მომლოდინე ქართველო მკითხველო.
შეპირებისამებრ, მე კვლავ ვაგრძელებ ოლიმპიადების თემას. დღეს სამიათასწლოვან რომში უნდა გავემგზავროთ, გლადიატორების სამშობლოში. ის, ორი სახელმწიფოს ერთადერთი დედაქალაქია მსოფლიოში, იტალიის რესპუბლიკისა და ვატიკანის. რომს და ჩემ ბლოგს ერთი ამბავი აკავშირებთ ერთმანეთთან, 1960 წელი, როცა იქ ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. ორი რამ დამამახსოვრდა მე, 10 წლის ბიჭს, ამ დიდი სპორტული მოვლენიდან, ქართველი სიმაღლეზე მხტომელის, რობერტ შავლაყაძის სენსაციური გამარჯვება და პირველი აფრიკელი ოლიმპიური ჩემპიონის, აბებე ბიკილას მიერ რომის ცხელ ასფალტზე ფეხშიშველად გარბენილი 42195 მეტრი. დიახ, სწორედ ამ მანძილს გარბიან სპორტსმენები მარათონული რბენისას, რომლის ისტორიასაც საბერძნეთში, ელინთა ქვეყანაში ჩაეყარა საფუძველი...
მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა დედამიწაზე, ძველი წელთაღრიცხვის 490 წელი იდგა. მარათონის ველზე, სპარტელები შორეული სპარსეთიდან მათ დასაპყრობად შემოსეულ დარიუს-1-ის მრავალრიცხოვან ლაშქარს დაპირისპირებო- დნენ. ელინთა მცირერიცხოვანმა ჯარმა სასტიკად დაამარცხა სპარსელები და რომ იტყვიან, კუდით ქვა ასროლინა მათ. ბერძნებმა მაცნე აფრინეს ათენში, რათა სპარტელი თანამოქალაქეები- სათვის გამარჯვება ეხარებინათ... ფილიპიდემ შეუსვენებლივ გაირბინა 40 კმ-ი და 200 მეტრი, ათენელებს გამარჯვება ახარა და იქვე სულიც განუტევა...
ალბათ შეამჩნევდით სხვაობას ოლიმპიურ დისტანციასა და ფილიპიდეს მიერ გარბენილ მანძილს შორის, შესაბამისად,42195 და 40200 მეტრი.
მანძილის გაზრდა და შემდგომში ოლიმპიადებზე მისი ამ სახით დამკვიდრება მოხდა ლონდონის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას. მიზეზი კი ის იყო, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს შესძლებოდათ მარათონული რბენის დისტანციისათვის უინძორის სასახლიდან მაქსიმალურად კომფორტულად თვალის მიდევნება...
კვლავ ბიკილას დავუბრუნდეთ. ის ეთიოპიაში, სოფელ ჯატოში დაიბადა. უღარიბეს სოფელში ვერც ავტომობილს ნახავდა კაცი და ვერც ველოსიპედს, ამიტომ ადგილობრივების გადაადგილების ერთადერთი საშუალება მათი სწრაფი ფეხები იყო. აბებე სოფლის ფოსტაში მუშაობდა. მას ყოველდღე ათეულობით კილომეტრის დაფარვა უწევდა, რათა ახლომახლო სოფლების მაცხოვრებლებისა- თვის საფოსტო გზავნილები დაერიგებინა. უკანა გზაზე დამდგარი ახალგაზრდა, უდაბნოს კურდღლებზე "ნადირობდა", რათა უმცროსი და-ძმებისთვის საკვები მიეტანა. ფეხშიშველი აბებე აედევნებოდა კურდღელს და მანამ მისდევდა, სანამ დაღლილი ცხოველი უდაბნოს ცხელ ქვიშაზე არ გაწვებოდა...
ფოსტის გამგეს, სამსახურებრივი მოვალეობით უწევდა ხოლმე ეთიოპიის დედაქალაქში, ადის აბებაში გამგზავრება. ერთერთი ასეთი ვიზიტისას მას მეგობარი შეხვდა, რომელიც მძლეოსნობის მწვრთნელი იყო. ბიკილას "ნადირობის"-ს ისტორიით განცვიფრებულმა მწვრთნელმა, აბებე ადის-აბებაში წაიყვანა და თავის სპორტულ სექციაში ჩარიცხა...
რაც შეეხება ოლიმპიადას, იქ ბიკილა შემთხვევით მოხვდა, რადგან გუნდის პირველმა ნომერმა სპორტსმენმა ტრავმა მიიღო და თამაშებზე გამგზავრება ვერ შეძლო...
აბებე ბიკილამ რომში მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვა.
რაც შეეხება ოლიმპიადაზე მის ფეხშიშველ გამოსვლას, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბავშვობიდან უფეხსაცმელოდ გაზრდილი მორბენლისათვის (წარმოიდგინეთ, ფეხის რამხელა ტერფები ექნებოდა მას), შეჯიბრების დაწყების წინ, მისი ზომის ფეხსაცმელი ვერ გამოინახა. თითქმის იგივე განმეორდა შემდეგ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც და იქაც მსოფლიო რეკორდით გაიმარჯვა "შავმა მარგალიტი" (ასე შეარქვეს აფრიკის კონტინენტის პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს ჟურნალისტებმა).
რომსა და ტოკიოს შორის, ბიკილასათვის მხოლოდ ერთი განსხვავება იყო, უკვე მსოფლიოს ერთერთ უგამორჩეულეს სპორტსმენს, ფეხზე ცნობილი ფირმის მიერ სპეციალურად მისთვის შეკერილი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა...
1968 წელი იდგა. აბებე, ცხოვრებაში თავისთვის მესამე, მეხიკოს ოლიმპიური თამაშებისთვის ინტენსიურად ემზადებოდა...
იმ დღეს, ეთიოპიის დედაქალაქის ერთერთ ქუჩაზე ტრაგედია დატრიალდა. "შავი მარგალიტი" საშინელ ავარიაში მოყვა...
ოლიმპიური თამაშების ლეგენდა და ერთერთი გამორჩეული კოლორიტი, აბებე ბიკილა 1973 წელს, 41 წლის ასაკში, ადის-აბებაში გარდაიცვალა...
მინაწერი:
ჩემს მიერ ბლოგში აღწერილ ბევრ ფაქტს ალბათ ვერსად იპოვით, ბევრს კიდევ განსხვავებული ვერსიით იხილავთ. ეს განსაკუთრებით ქართულ წყაროებს ეხება...
დღეს ეს იყოს, იმედია მოგეწონათ. დამელოდეთ, ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს...