GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ევროპის ჩემპიონატის ბილეთები უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება
41
საქართველო / სპორტი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევრო 2024-ზე ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებთან სამუშაო პროცესსა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადავიდა.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფა-ს ეგიდით ტარდება. შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.

ბილეთები უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება. უახლოეს დღეებში, დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწვდის გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასა და თარიღთან დაკავშირებით.

მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.


ნავიგაცია

საქართველო 827 საფრანგეთი 248 მსოფლიო 484 პოლიტიკა 414 კულტურა 85 სპორტი 443 ჯანმრთელობა 35 საზოგადოება 509 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 132 მოგზაურობა 13 განცხადება 9 Info French 11 კარიერა 2

გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    აპრილი 2024    »
ორსმოთხთპრშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არქივი

აპრილი 2024 (18)
მარტი 2024 (102)
თებერვალი 2024 (302)
იანვარი 2024 (470)
დეკემბერი 2023 (450)
ნოემბერი 2023 (134)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »