თეა წულუკიანი საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის, „არლეკინის", ფარგლებში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თეატრალური ეტიუდების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი „არლეკინი" გაიხსნა. ფესტივალზე მოწვეული სტუმრებისთვის ხელოვნების სასახლეში გაიმართა საზეიმო მიღება, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს შვიდი ქვეყნის შვიდი უმაღლესი თეატრალური სკოლის რექტორს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, მსოფლიოს უმაღლესი თეატრალური სკოლების რექტორები, რეჟისორები და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ფესტივალის მონაწილე ქვეყნების თეატრალური სკოლების რექტორების მიერ ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის მიზანია თეატრალური ხელოვნების განვითარება და ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის გააქტიურება. დეკლარაცია ეფუძნება კეთილ ნებას და არცერთ მხარეს არ აკისრებს ფინანსურ ვალდებულებას.
საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოთქვამს სურვილს, უმასპინძლოს ფესტივალზე წარმოდგენილ თეატრალურ სკოლებს, რათა ყველა თაობას ჰქონდეს საშუალება, ერთმანეთს გაუზიარონ შემოქმედებითი და სასწავლო გამოცდილება.
თეატრალური ეტიუდების საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალს საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა და თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ყოველწლიურად 27 მარტს იმართება. 25 მარტს ფესტივალი გაიხსნა რეჟისორ თათა თავდიაშვილის სპექტაკლით ,,ლისისტრატა“.
2024 წელს ფესტივალზე მოწვეული არიან ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის (საბერძნეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, ლიეტუვა, ჩინეთი, უნგრეთი, სომხეთი) ცნობილი უმაღლესი თეატრალური სკოლების რექტორები, პედაგოგები და სტუდენტები: კონსტანტინოს არვანიტაკისი - ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლის დირექტორი; იორამ ლოვენშტაინი - ისრაელის იორამ ლოვენშტაინის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი; ჯეირან მაჰმუდოვა - აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; პიოტრ სევერინსკი - ლოძის კინოსკოლის სამსახიობო დეპარტამენტის დეკანი; მიგლე ბერეიკაიტე - ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის დრამის ფაკულტეტის დეკანი; გიორგოს ზამპოულაკისი - ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლის პროფესორი, რეჟისორი; ნოფალ ვალიევი - აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის უფროსი პედაგოგი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, რეჟისორი; გუოიუ ვუ (სირილ) - პეკინის დრამის ცენტრალური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მენეჯერი; ვალენტინას მასალსკისი - ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის დრამის ფაკულტეტის პროფესორი, ლიეტუვის ეროვნული პრემიის მფლობელი; მარჩინ ბრჟოჟოვსკი - ლოძის კინოსკოლის სამსახიობო დეპარტამენტის დეკანის მოადგილე; ვალიდა მამადოვა - აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.
ინფორმაციისთვის: 27 მარტს ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 10 ეტიუდი პოლონეთის, ჩინეთის, უნგრეთის, ლიეტუვის, ისრაელის, საბერძნეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის თეატრალური სკოლების სტუდენტთა მონაწილეობით. საქართველოდან საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ ქართულ სექციაში გამარჯვებული სტუდენტები, რომლებიც 23 მარტს გამართულ შესარჩევ ეტაპზე გამოვლინდნენ.
ბოლო საფესტივალო დღეს ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლის პროფესორი, რეჟისორი გიორგოს ზამპოულაკისი გამართავს სამუშაო შეხვედრას, რის შემდეგაც ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემიის დრამის ფაკულტეტის პროფესორის, ლიეტუვის ეროვნული პრემიის ლაურეატის, ვალენტინას მასალსკისის, მასტერკლასი ჩატარდება.