ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
პირველ რიგში, ყველას გილოცავთ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების დიდ წარმატებას და ამასთან დაკავშირებულ ორიოდ ფაქტს გაგაცნობთ...
ევროპის საფეხბურთო კავშირი, უეფა, 55 წევრს აერთიანებს. მათგან, 36-ს ჰქონდა ამ კავშირის ეგიდით ჩატარებულ ჩემპიონატებში მიღებული მონაწილეობა. ასე, რომ საქართველო გახდა რიგით 37-ე მონაწილე ევროპის რიგით 17-ე პირველობის და მისი ერთადერთი დებიუტანტი...
სანამ მსოფლიოს ათასობით უძლიერესი სპორტსმენი იბრძვის Paris-2024 ლიცენზიის მოსაპოვებლად და ინტენსიურად ვარჯიშობს, ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ ოლიმპიური თამაშების თემას.
როგორც ვიცით, ოლიმპიადები თანამედროვეობის ყველაზე გრანდიოზული და პოპულარული სპორტული სანახაობებია. ნებისმიერი სპორტსმენი ოცნებობს მიიღოს მასში მონაწილეობა, ხოლო იქ გამარჯვება კი ყველა მათგანისთვის უდიდესი პატივია. ბევრ გამოჩენილ, მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონ სპორტსმენს ჩაუთვლია თავისი კარიერა ფუჭად თუ არასრულფასოვნად იმის გამო, რომ ოლიმპიადაზე წარმატებას ვერ მიაღწია. და მაინც რატოომ? ალბათ გაგიჩნდათ ლოგიკური კითხვა, თუ რატომაა იქ გამარჯვებულის ტიტული მსოფლიო ჩემპიონისაზე უფრო დიდი და მაღალიი?
მსოფლიო ჩემპიონობას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ტიტულს, სპორტსმენი მომდევნო ჩემპიონატამდე ინარჩუნებს, ხოლო შემდეგ მას ემატება თავსართი ექს, ანუ ყოფილი, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონობა კი სამუდამო ტიტულია და აქედან გამომდინარე, უფრო პრესტიჟულიც.
პლუს ამას, მსოფლიო ჩემპიონატი სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში თუ ყოველწლიურად ტარდება, გარდა ოლიმპიური წლისა, ოლიმპიადები მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება... არის სხვა მიზეზიც და ეს ოლიმპიადების უდიდესი პოპულარობაა.
ავიღოთ ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც თავისი სტატუსით აშკარად ჩამორჩება როგორც ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს, ასევე ევროპის პირველობასაც,
რადგან აქ მონაწილეობა მხოლოდ 23 წლამდე სპორტსმენებს შეუძლიათ. დასაშვებია უფრო დიდი ასაკის მხოლოდ სამი მოთამაშის ასპარეზობა. საფრანგეთის ოლიმპიური გუნდის მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ტიერი ანრია, რომელსაც თხოვნით მიმართეს საქვეყნოდ ცნობილმა ფეხბურთელებმა, კილიან მბაპემ და ანტუან გრიზმანმა, რათა ისინი ჩართოს სამი ზემოთხსენებული, ლიმიტირებული მოთამაშის სიაში. უფრო მეტიც, მბაპემ განაცხადა, რომ უბედნიერესი იქნება, თუ ანრი მისცემს მას საშუალებას აიხდინოს ბავშვობის ოცნება და მიიღოს მონაწილეობა Paris-24-ზე...
ახლა კი, ცოტა რამ ოლიმპიურ ემბლემაზე.
ყველა ჩვენგანს გვინახავს ფრანგი პედაგოგის, ბარონ პიერ დე კუბერტენის მიერ შექმნილი თეთრი ოლიმპიური დროშა და ემბლემა, ერთმანეთზე გადაჯაჭვული ხუთი რგოლით, რომლებიც ჩვენი პლანეტის ხუთ დასახლებულ კონტინენტთან ასოცირდებიან. მარცხნიდან პირველი, ცისფერი რგოლი, ევროპას განასახიერებს, შავი აფრიკას, წითელი ამერიკას, ყვითელი აზიას და მწვანე ავსტრალიას. სწორედ ამის შემდეგ დამკვიდრდა ჩვენს ლექსიკაში გამოთქმები, შავი კონტინენტი, მწვანე კონტინენტი და ასე შემდეგ ...
და ბოლოს, ოლიმპიურ მედალზეც მინდა მოგახსენოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი. ცნობილია, რომ თამაშებზე მედლების 5084 კომპლექტი უნდა დარიგდეს. უბრალო არითმეტიკული მეთოდით გამოვთვალე, რომ თამაშების ორგანიზატორებმა თუ ამ რაოდენობის ოქროს მედალი დაამზადეს, ოლიმპიადის ჩამტარებელი ქვეყანა უბრალოდ... გაკოტრდება. მათ ხომ მედლების დასამზადებლად 1000 კგ-მდე ოქრო დაჭირდებოდათ! ისედაც ხომ ოლიმპიადის ჩატარება უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, საფრანგეთს ეს ღონისძიება 8,5 მილიარდი ევრო უჯდება. ამიტომაც ამზადებენ ოქროს მედლებს ვერცხლით, რომელშიც 6 პროცენტი ბრინჯაო ურევია, ხოლო თითოეული მედლის ზედაპირი კი 6 გრამ ოქროშია ამოვლებული...
არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. პარიზის ოლიმპიადისთვის დამზადებულ ყველა სინჯის მედალში, როგორც ოქროს, ასევე ვერცხლის და ბრინჯაოსისაში, შერეული იქნება საფრანგეთის ეროვნული სიმბოლოს, ეიფელის კოშკის 16 გრამი რკინა, რაც ერთადერთს და განუმეორებელს გახდის Paris-2024 მედალს...
და ბოლოს, ერთი ფაქტიც. ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ Paris-2024 მხოლოდ პარიზში ტარდება. მაგრამ სულაც არა. პარიზი-ილ დე ფრანსი, ლილი,ბორდო ნანტი, შატორუ, ლიონი, სენტ-ეტიენი, ნიცა და მარსელი. სწორედ ამ ქალაქებში გაიმართება ოლიმპიური ბატალიები. არის კიდევ ერთი ადგილი, რომელიც საფრანგეთიდან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. ესაა საფრანგეთის პოლინეზია, კერძოდ კი კუნძული ტაიტი, სადაც გაიმართება ოლიმპიური შეჯიბრება სერფინგში, სპორტის ერთ-ერთ ულამაზეს, ეგზოტიკურ სახეობაში...
მოდით, დღეს ამით დავამთავროთ.
მომავალ შეხვედრამდე.
მერწმუნეთ, წინ მრავალი საინტერესო ფაქტი და ისტორია გელოდებათ...