GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს, ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის
0
მსოფლიო / პოლიტიკა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ინფრასტრუქტურის გახსნის საკითხს.

„პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ ითვალისწინებს, მათ შორის, გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას, საავტომობილო გადაზიდვებს, მილსადენების გაყვანას, ელექტროგადამცემ ხაზებს და ინტერნეტსადენებს, ერთი მხრივ, შავ ზღვასა და მეორე მხრივ, სპარსეთისა და ომანის ყურეს შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით. სარკინიგზო მაგისტრალის ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი, რომელიც საქართველოდან სომხეთში და შემდეგ ირანში მიდის, გაივლის აზერბაიჯანის ნახიჩევანს – ეს რკინიგზა არსებობდა საბჭოთა პერიოდში. არსებობს ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის ფრთა, რომელსაც შეუძლია, დააკავშიროს კასპიის და ხმელთაშუა ზღვები სომხეთის ტერიტორიის გავლით. ამისთვის აუცილებელია, რომ სარკინიგზო და საავტომობილო გზები, მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სადენები აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით დაუკავშირდენენ თურქეთს. ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »