GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
მამუკა მდინარაძე - ვცდილობთ, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, რაიმეს აკრძალვა კი არ ხდება, ცვლილებების მიზანია მომავალი თაობების დაცვა მავნე პროპაგანდის შედეგებისგან
4
საქართველო / პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებების მიზანია ოჯახური ღირებულებების, არასწრულოვნების დაცვა და არა რაიმეს აკრძალვა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გასამიჯნია.

„ბავშვებს უკვე ქართულ ენაზე ნათარგმნ ანიმაციურ პროპაგანდისტულ ფილმებს აყურებინებენ. ბავშვებს ანიმაციურ ფილმში რომ უქადაგებ, ბედნიერება ამის გარეშე წარმოუდგენელია, ეს პროპაგანდის კლასიკური მაგალითია. ჩვენ ვცდილობთ, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ და განვაცალკევოთ. პროპაგანდისტები კი ცდილობენ, პროპაგანდა და უფლებები ერთმანეთში აურიონ. ეს მთავარი ღირებულებითი ხაზია და ამ ხაზზე ბრძოლა, ღირებულებითი ომი მიმდინარეობს, რაშიც ვერ გაიმარჯვებენ, რადგან მართლები ვართ.

მგონი, მათ ჰომოფობიის მნიშვნელობა არ იციან. მოდით, ბევრჯერ კარგად ავუხსნათ, ჰომოფობია რას ნიშნავს. უფლებებს მიჯნავ პროპაგანდისგან და მავნე შედეგისგან. სინამდვილეში, რაიმეს აკრძალვა კი არ ხდება, უპირატესი მიზანია მომავალი თაობების დაცვა მავნე, საშინელი პროპაგანდის შედეგებისგან, ამისგან შვილებისა და შვილიშვილების დაცვა. დიახ, პრიორიტეტი ოჯახური ღირებულებებისა და არასწრულოვნების დაცვაა და არა რაღაცის აკრძალვა. ამ ყველაფერს ერთმანეთში ურევენ, ჩვენ კი უფლებების და პროპაგანდის ერთმანეთისგან გამიჯვნას ვცდილობთ.

ოპოზიცია ამ ცვლილებებს ხან ფაშიზმს დაუძახებს, ხან ჰომოფობიას. მათი კამპანია აგებულია იმაზე, თითქოს ეს ჰომოფობიური კანონპროექტია. ანუ, ბავშვებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვა ჰომოფობიაა. წარმოიდგინეთ, რაზე დავიდნენ, რაზე აკეთებენ შტურმს. დაიწყებენ ხალხის მოტყუებას, რომ ნაწარმოებს აკრძალავენო, საოცრებებს ილაპარაკებენ, რასაც არ დავუშვებთ. ამ პიარულ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ, რადგან მართლები ვართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »