დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხი, საქართველოს რადიო (FM 102.3) და Player.1tv.ge შემოგთავაზებთ.
ნახევარფინალში „ჯვაროსნებმა“ ლუქსემბურგის ნაკრები 2:0 დაამარცხეს, ხოლო საბერძნეთმა ყაზახეთს 5:0 მოუგო. დღეს გამარჯვებული გუნდი კი გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
ვილი სანიოლი - ფეხბურთელები ახლა უფრო მზად არიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ორივე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ცდილობდა, მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოეხატა, მაგრამ უშუალოდ სათამაშო ასპექტებზე ნაკლები ესაუბრა.
საბერძნეთის ნაკრების მიზანი
საბერძნეთის ნაკრებს დიდ საერთაშორისო ტურნირზე 2014 წლის შემდეგ არ უთამაშია. ბერძნებმა ბოლოს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც ბრაზილიამ უმასპინძლა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, საბერძნეთმა კონტინენტის პირველობაზე უკანასკნელად 2012 წელს იასპარეზა. ბერძენი გულშემატკივრები თბილისურ მატჩზე დიდ იმედს ამყარებენ და მიზნად გერმანიაში თამაშს ისახავენ.
ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ნაკრებს
საბერძნეთთან შეხვედრა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი 2020 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ პლეიოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა და შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა
საქართველოს ეროვნულ გუნდს გადამწყვეტი შეხვედრისთვის ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდა. „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ლუქსემბურგთან ნახევარფინალური თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
კვარაცხელიას ასევე არ უთამაშია პლეი ოფის ფინალში 2020 წელს. მასთან ერთად, მაშინ საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდნენ. ამჟამად მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ყველა ფეხბურთელია.
მატჩის ყურებას შეძლებთ მითითებულ ლინკზე მატჩის ყურება