საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ პარასკევს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით, რომლის დროსაც 137 ადამიანი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაშავდა, მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს წინაშე ოთხი მამაკაცი წარსდგა.
32 წლის დალერჟონ მირზოევი, 30 წლის საიდაკრამი რაჩაბალიზოდა, 19 წლის მუჰამედსობირ ფაიზოვი და 25 წლის შამსიდინ ფარიდუნი ბრალდებულები არიან ჯგუფური ტერორისტული აქტის ჩადენაში, რამაც სხვა პირების სიკვდილი გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ მაქსიმალური სასჯელი -სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
სასამართლო სხდომაზე მირზოევმა, რაჩაბალიზოდამ და ფარიდუნმა დანაშაული აღიარეს, მაგრამ სასამართლოში ეტლით მიყვანილმა ფაიზოვმა, რომელიც მთელი პროცესის განმავლობაში თვალდახუჭული იჯდა, დანაშაული არ აღიარა.
ოთხივე მამაკაცს, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან, 22 მაისამდე წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც 24 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა, პირობა დადო, რომ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირს დასჯის. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო.
საინფორმაციო სააგენტო „ამაქმა“, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მედიამხარდამჭერად მიიჩნევა, გამოაქვეყნა ვიდეო კადრები, რომლებიც ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის დროს გადაიღეს.
მას შემდეგ, რაც ხალხმრავალ საკონცერტო მოედანზე ავტომატური იარაღიდან გახსნეს ცეცხლი, ბოევიკებმა დაწვეს შენობა, სადაც ხალხი ჯერ კიდევ იმალებოდა.
შაბათს, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საკონცერტო დარბაზი მთლიანად დაიწვა. სამაშველო ბრიგადები ნანგრევების გასაწმენდად კვირასაც მუშაობდნენ.