GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
სოზარ სუბარი - ვეჭვობთ, ევროკავშირის პრესსპიკერმა გაგვაფრთხილა, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე შესწორებებს თუ მივიღებთ, იქნებიან მკაცრი სასამართლო სისტემასა თუ სხვა მიმართულებით
22
საქართველო
ვეჭვობთ, ევროკავშირის პრესსპიკერმა გაგვაფრთხილა, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე შესწორებებს თუ მივიღებთ, იქნებიან მკაცრი სასამართლო სისტემასა თუ სხვა მიმართულებით, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარი იმედოვნებს, რომ არავინ მოითხოვს საქართველოსგან იმას, რაც არ არის მიღებული არცერთ ევროპულ ქვეყანაში.

„სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და მასში ჩარევა დაუშვებელია. „ვეტინგი“ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა, გარდა ორი ქვეყნისა და ორივეგან უაღრესად უარყოფითი შეფასება გამოიწვია. ერთ-ერთი შვედური ინსტიტუტის მიერ დღეს კვლევა გამოქვეყნდა, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემაზე კითხვები, პრაქტიკულად არ არსებობს. ეს კვლევა აჩვენებს იმასაც, რომ ევროკავშირის წევრ 13 ქვეყანაზე უფრო მაღალია საქართველოს სასამართლოს მიმართ ნდობა და უფრო მაღალი ყველა კანდიდატ ქვეყანაში. საქართველო მსოფლიოში ოცეულში შედის. „ვეტინგი“ და კეთილსინდისიერების კვლევა ჯერ იმ სახელმწიფოებში ჩაატარონ, რომლებიც რეიტინგებში საქართველოზე დაბლა დგანან. მაგალითად, ასეთია ლიტვა და იტალია. იქ კარგად თუ ჩატარდება, ჩავთვლით, რომ კარგი ყოფილა. სასამართლო სისტემა იმიტომ არის დამოუკიდებელი, რომ მასში ჩარევა არ უნდა მოხდეს. მით უმეტეს, როცა საუბარია, რომ „ვეტინგი“ უნდა ჩაატარონ არა საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხო ქვეყნის ელჩებმა თუ მოწვეულმა სპეციალისტებმა. ეს ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე, საქართველოს სუვერენიტეტზე, რაც დაუშვებელია, ეს არ მოხდება. ძალიან უცნაური იყო, რომ ყველამ როცა იცოდა, დღეს ჩვენი ინიციატივა უნდა გამოქვეყნებულიყო, ევროკავშირის პრესსპიკერმა დაასწრო და განცხადება გააკეთა, სადაც სიტყვა „ვეტინგი“ არ უხსენებია, მაგრამ კეთილსინდისიერების შემოწმება პირდაპირ დააკავშირა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ნაბიჯებთან. არადა, ამას ცხრა ნაბიჯი ნამდვილად არ გულისხმობს. ბუნებრივია, სერიოზული ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეს იყო დასწრება და საქართველოს გაფრთხილება, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე შესწორებებს თუ მიიღებთ, ამ შემთხვევაში, თქვენთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი ვიქნებით სასამართლო სისტემასა თუ სხვა მიმართულებებში. იმედი მაქვს, ეს დაკავშირება არ მოხდება და არავინ მოითხოვს საქართველოსგან იმას, რაც არ არის მიღებული არცერთ ევროპულ ქვეყანაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ „საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში არიან წამყვან თანამდებობაზე, შემოწმებაში ჩართული უნდა იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები“.

„ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »