GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
დღეს დიდ მარხვის პირველ კვირას მართლმადიდებლური ეკლესია, მართმადიდებლობას ზეიმობს.
53
საფრანგეთი / საქართველო


დღეს დიდ მარხვის პირველ კვირას მართლმადიდებლური ეკლესია, მართმადიდებლობას ზეიმობს.
პარიზში ქართველი მრევლი ტრადიციულად ყოველ წელს პარიზში მდებარე ბერძნულ ტაძარში ხვდება და ერთად ზეიმობენ მართმადიდებლობას.

ქრისტიანობის მიმართულება, რომელიც ინახავს ქრისტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას, ჩამოყალიბდა შვიდ მსოფლიო კრებაზე 325-787 წლებში მწვალებლებთან ბრძოლაში, სადაც მიიღეს ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები.

მართლმადიდებლობა დასაბამს მოციქულების ხანიდან იღებს და დღემდე თავს მიიჩნევს სარწმუნოების სიმბოლოში ნახსენებ ერთ წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიად. რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არ აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.

მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზაცია ეფუძნებოდა ხუთმმართველობის პრინციპს. მსოფლიო კრებებმა, რომლებიც პერიოდულად იმართებოდა სხვადასხვა დოგმატური და ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად, გამოავლინა ხუთი ავტორიტეტული ქალაქი, რომლებიც რომის იმპერიის მთელ ტერიტორიას მოიცავდნენ: რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი თავიანთი დიოცეზებით აერთიანებდნენ მთელს საქრისტიანოს. დიდი იყო რომის ავტორიტეტი, როგორც იმპერიის სატახტო ქალაქისა და მოციქულების — პეტრესა და პავლეს მოწამებრივი აღსასრულის ადგილისა. ერთ-ერთ მსოფლიო კრებაზე დადგინდა, რომ კონსტანტინოპოლი, როგორც ახალი სატახტო, ახალ რომად, ხოლო მისი პატრიარქი, მსოფლიო პატრიარქად წოდებულიყო. ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი რომსა და კონსტანტინოპოლს შორის უთანხმოებას, რაც საბოლოოდ სქიზმაში გადაიზარდა. უთანხმოებანი, დაწყებული IX საუკუნიდან, ძირითადად პოლიტიკურ-ორგანიზაციული იყო, რასაც დოგმატური დაემატა.
აღმოსავლეთში ყველა ეკლესია თანასწორად ითვლებოდა. არც ერთ ეკლესიას არ შეეძლო მეორის დამოძღვრა ჭეშმარიტებაში. თუ რამ დოგმატური გადაწყვეტილება იყო მისაღები ან დასაზუსტებელი, ყველანი იკრიბებოდნენ და მიაჩნდათ, რომ მათზე კვლავ გადმოდიოდა სულიწმიდის მადლი. ეს ტრადიცია გაგრძელდა მსოფლიო საეკლესიო კრებებზეც.
ხუთმმართველობა საფუძვლად დაედო ეკლესიათა ავტოკეფალიის პრინციპს. ეკლესიის საზღვრები სახელმწიფოს საზღვრებს დაემთხვა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთ სახელმწიფოში გაბატონებული პოზიცია დაიკავა: გახდა სახელმწიფო რელიგია, მოექცა სამეფო სახლის მეურვეობის ქვეშ. ამგვარ ვითარებაში სასიკეთო ის იყო, რომ ეკლესიამ მყუდრო თავშესაფარი პოვა ხელისუფლების ჩრდილქვეშ, რამაც შესაძლებლობა მისცა, ხელისუფლების დახმარებით, დაუბრკოლებლად დაენერგა ქრისტიანული მოძღვრება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხელი შეეწყო ენის, მწიგნობრობის, არქიტექტურის განვითარებისთვის. საქართველოს მაგალითზე ეს მეტად თვალსაჩინოა. მეორე მხრივ, ეკლესიის მოწყობას ნაციონალურ საფუძველზე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის საყოველთაოობას, ეკლესიის კათოლიკეობას უპირისპირდება ფილეტურობა ანუ ეკლესიის გააზრება და მოწყობა ეთნიკური პრინციპით, საბოლოო საზრისით - ბერძნული ეკლესია, ქართული ეკლესია, რუსული ეკლესია და ა. შ.
ტრადიციულად მართლმადიდებელი ქვეყნებია: საქართველო, რუსეთი, სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, კვიპროსი. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თექვსმეტი ავტოკეფალური და ოთხი ავტონომიური ეკლესიის იურისდიქციით დღეს მთელ მსოფლიოშია განფენილი.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »