საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატს ერთი ნაბიჯი აშორებს.
ვილი სანიოლმა შემადგენლობაში დიდი კორექტივები არ შეიტანა. ძირითადში ადგილი ისევ გიორგი ქოჩორაშვილმა მიიღო და არა ჯაბა კანკავამ, რასაც ბევრი ვარაუდობდა.
ამავე დროს, ფრაგმა სპეციალისტმა შეტევაში ორი თავდამსხმელი დააყენა.
ლუქსემბურგთან გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიაში 90-ე მოგებაა.
ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. მას საქართველოს ნაკრებში 7 გოლი მოუგროვდა. „კარლსრუესა“ და ნაკრებში, ბოლო 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 6 გოლია.
საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგთან მეხუთე მატჩი გამართა და მესამედ მოიგო.
ჯაბა კანკავამ საქართველოს ნაკრებში ორწლიანი შესვენების შემდეგ 101-ე მატჩი ჩაატარა.
ლუქსემბურგის შემადგენლობაში კი მოულოდნელლობა „ივერდონის“ ნახევარმცველის, მატიას ოლესენის მოედანზე გამოსვლა იყო. სკამზე დარჩნენ მცველკი მარვინ მარტინსი და ნახევარმცველი ოლივიე ტილი, რომლებმაც ტრავმა მოირჩინეს, მაგრამ სასურველ კონდიციებში არ იყვნენ. დისკვალიფიცირებული დანელ სინანი კი განაცხადშიც ვერ მოხვდა.
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა თამაშის დაწყებამდე „ბორის პაიჭაძე არენაზე“ საჩემპიონო ქამარი წარადგინა – ილია თოფურიას ათეულობით ათასი გულშემატკივარი ოვაციებით შეხვდა.