GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
რუსკა გოზალიშვილი| აქ ყოფნა მეორე ცხოვრების მსგავსია.ნულიდან დაწყებული ცხოვრება, არაფრისგან შემდგარი ოცნებები და ახალი მიზნები, რომლის საფუძველი წარსულიდანაც მოდის.
1 619
საქართველო / საფრანგეთი / ემიგრანტები
გამარჯობა,მადლობა რომ გამონახე დრო ჩვენთვის, რუსკა საკმაოდ აქტიური ხარ ტიკ-ტოკზე და სხვა დანარჩენ სოციალურ ქსელებში. მინდა შენი თავი გავაცნო მკითხველს არამარტო რუსკა გოზალაშვილი ასევე შენი შემოქმედებითი საქმიანობა სახელად ,,დუკი,, პირველი კითხვა რაც იქნება, რამდენი წელია რაც საფრანგეთში ჩამოხვედი, რა იყო მიზანი და როგორ გაგიწირდა თუ არა ადაპტირება უცხო ქვეყანაში

-გამარჯობა,პირველ რიგში დიდი მადლობა გამოხმაურებისთვი, საფრანგეთში 2021 წლის 18 დეკემბერს ჩამოვედი, დედაჩემის ავადმყოფობის გამო მოგვიწია ძალიან მოულოდნელად ემიგრაციაში წამოსვლა, პირველი წელი იმდენად საქმეებზე ვიყავი მობილიზებული,რომ არაფერი გამჭირვებია თითქოს ვერც ვგრნზობდი რომ უცხო მიწაზე ვიყავი, დროდადრო ყველაფერი შეიცვალა და გამიჭირდა უცხო გარემო თითქოს მერედამერე უფრო გამოუცხოვდა, სწორედ ამ დროს მეტად დიდი ყურადღება მივაქციე ჩემს სულიერ მდგომარებას და შვება სოციალ ქსელებსა და ისევ ჩემს “დუკიში “ ვიპოვე. სოციალურ ქსელებში ძალიან დაუგეგმავად გამოვჩნდი არც ველოდი თუ ვინმეს დააინტერესებდა ჩემი ვიდეოები, თუმცა საკმაოდ დიდი გამოუხმაურება მოჰყვა და ჩემი ცხოვრების გაზიარება დავიწყე, ამის პარალელურად ჩემი თავის პოვნა ისევ “დუკიში” დავიჭყე, ჩემს პირად პატარა სივრცეში, რომელიც ჩემთვის უბრალოდ არ ყოფილა რაიმე გატაცება და ბიზნესი, ყოველთვის სულიერად მამშვიდებს შეგრძნება რომ რამეს ვქმნი არაფრიდან, განსხვავებულს, სხვისთვის შესაფერისს და უცხოს, უცხო მიწაზე კი წლების მიძინებული საქმიანობა ჩემი მონატრების და განტვირთვის საგნადაც იქცა.

-სანამ დუკიზე ვრცლად ვისაუბრებ, რა გზები გაიარე, ენა რამდენად მარტივად აითვისე, გეხმარებოდა თუ არა სხვა ადამიანები, შენ ყოველთვის ცდილობ შენი გამოცდილებები გაუზიარო საფრანგეთში მცხოვრებ ემიგრანტებს, შენ თვითონ თუ გეხმარებოდა სხვა.

-სამწუხაორდ იმ კატეგორიის ლტოლვილი ემიგრანტი ვარ რომელიც ძალიან დიდ სირთულეებს წააწყდა, საცხოვრებლის, დაზღვევის და თითქმის ყველა მხრივ, როდესაც ჩამოვედი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი დამხვდა და შორი ნაცნობობით და გაკითხვით გაცნობილ,ჩემივე კუთხის, ემიგრანთან ჩამოვედი, თავადაც ახალი ჩამოსულები იყვნენ და მთელ თავის გამოცდილებას ყველა მიზიარებდა,თუმცა იმდენად ინდივიდუალურია აქ ყველაფერი, ვერანაირად ვერ დაგვეხმარნენ,ვგულისხმობ ზემოთ აღნიშნულ პრობლემეს. სირთულეებს ვაწყდებოდი ეგრედ წოდებულ სოციალის დანიშვნაზე, ღამის გასათევზე, ვინაიდან პირველი ქალთა საერთო საცხოვრებელი რომელიც სახელმწიფომ გამოგვიყო გარკვეულ პერიოდში იღებოდა და იკეტებოდა,სავალდებულო იყო გამოსვლა ბარგით, ზამთარში რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე ფსიქოლოგიურად,ყველაფრის პარალელურად მიწევდა საავადმყოფოში დედაჩემისთვის მკურნალობის დაწყების აუცილებლობის ჩვენება და დროის უმეტესი ნაწილის ფოიეში გატარება, რადგან ექიმის და საავადმყოფოს სოციალის ნახვა არცისე ადვილია, როგორც შორიდან ჩანს. პირველი თვეები განსაკუთრებით რთული იყო, ბრძოლა სიცოცხლისთვის და რწმენით არსებობას ვეძახი. მგონია იმ პატარა დროის მონაკვეთში, უცხო მიწაზე მარტომ, უცხო გარემოსა და კომუნიკაციის ნაკლებობის მიუხედავად, ცხოვრების სხვა ეტაპები დავინახე და წლების ნაცვლად წამებში ვიზრდებოდი. რაც შეეხება ენას, ინგლისურად ვკომუნიკაციობ ყველასთან, ეს წარმოადგენდა გარკვეულ სირთულეებს, რადგან ყველას არ სურს უცხო ენაზე გაგესაუბროს, სწორედ ამიტომ მალევე ავითვისე ფრანგული, მესმოდა მარტივად და ვსაუბრობდი შერეულად, დღეს უკვე ეს პრობლემაც გადავლახე და საშუალო დონეზე ვფლობ ენას, ჩემით მიწევს სწავლა და არააკედმიურად ვცდილობ გამართულადაც გამომივიდეს. სწორედ ამ ყველაფერმა, მარტო გავლილმა ნაბიჯებმა,მიბიძგა ვლოგების წერა და ხალხის დახმარება. საფრანგეთში ერთ სიტყვასა და ორგანიზაციას შეუძლია ცხოვრების შეცვლა.

-საქართველოს რომელი კუთხიდან ხარ შენი ოჯახი რამდენი წევრისგან შედგება ?


-საქართველოში ქ.ახალციხის რაიონ ქ.ვალედან ვარ, წარმოშობით სრულად მესხი. ჩემი ოჯახი ამჟამად 7წევრისგან შედეგებაა:დედა, მამა,ჩემზე უფროსი ძმა,რძალი,მცირეწლოვანი ძმისშვილი, მე და ჩემი და.

-ხატავ როგორც ვხედავ და საკმაოდ კარგად. ამბობ რომ თვით ნასწავლიხარ, როდის აღმოაჩინე შენში ეს ნიჭი?

-დიახ ვხატავ, მაგრამ ამ ყველაფერს ჯერ შეიხლება ითქვას სრული გრძნობით არ ვაკეთებდი და ვფიქრობ სამომავლოდ ძალიან დიდი ნაბიჯების გადადგამს. თვითნასწავლი ვარ ან უბრალოდ ასე ვიტყვი ხოლმე ნიჭი მაქვს, ნიჭი რომელიც დედისგან მერგო,მეც ჩემს ძმასა და დასაც
დედაც თვითნასწავლი იყო მუდმივად ჰქონდა ყველანაირ შმეომქედებასთან შეხება თუმცა არასრულად,ვგულისხმობ ხატვადა მაგრამ მხოლოდ თუ ვინმე სთხოვდა რაიმეს გაკეთებას, შეკერვას ან დამხარებას ამ მხრივ. სწორედ დედაჩემის გამო ამ ნიჭს უყურადღებოდ ვერ ვტოვებდი მუდმივად ჩემი ჰობი იყო.

-რუსკა მოგწონს საფრანგეთი? რას გამოარჩევდი აქაურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად და როგორ ფიქრობთ რამდენად დიდად განვსხვავდებით ქართველები და ფრანგები?

-ვერ ჩამოვყალიბდი,მომწონს თუ არა საფრანგეთი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები და დრო აქ მომიწია გამეტარებინა, რომ შემეძლოს საქართველოში ჩასვლაც და აქაც ყოფნა სხვა იქნებოდა და არ გამიჭირდებოდა ასე, რადგან უამრავ ცვლილებასთან, დანაკლისთან, ახალ მოვლენებთან და ბედნიერ დღეებთან მომიწია შორიდან მეყურებინა. რადგან მოულოდნელად წამოვედი და არც არასდროს მიფიქრია ემიგრაციაზე, აქაურ ცხოვრებასთან შეგუებას დღემდე ვცდილობ. საფრანგეთმა არ მომცა გასაქანი სწვალის მხრივ მაინც, რაც უფრო და უფრო მიმძიმებს სიტუაციას. რაც შეეხება განსხვავებას საფრანგეთსა და საქართველოს შორის, ვფიქრობ, ეს იმ გარემოებიდან გამომდინარე ხდება შესამჩნევი რასაც ჩვენ ვირჩევთ, მაგალითად, თუ მეტად მაქვს კომუნიკაცია ქართველებთან ვერ ვგრძნობ უცხო ქვეყანაში ყოფნას, თუმცა როცა ახალ გარემოში,ორგანიზაციებში მიწევს მისვლა რელობას ვეჯახები,სადაც ჩემი ადგილის და თავის პოვნა მიჭირს. მინდა აღვნიშნო, რომ ფრანგები ქართველებივით, თბილები მიმღები და მეგობრულები არიან, თუმცა რაღაცანაირად მაინც დიდია მათ შორის სხვაობა. მეტად გახსნილები, თავისუფლები, უკომპლექსო ხალხია, ეს ყველაფერი კიდევ მიადვილებს მათთან კომუნიკაციას

-რუსკა როგორც ვიცი მოხვდი ერთ პროექტში ორგანიზაცია singa ში, საკმაოდ რთულია მათ პროექტებში მოხვედრა, რას დაარქმევდი ამ შანსს?

-ჯერ მეც არ მჯერა, რომ ამ პროქტის წევრი ვარ, საკმაოდ დაუგეგმავად მივიღე მონაწილეობა, თუმცა მთელი გულით,რაზეც მიოცნებია და არ ვუტყდებოდი ჩემს თავს ვფიქრობ სწორად გადმოვედი პრეზენტაციაში, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. არც ველოდი თუ პროექტის წევრი გავხდებოდი,ალბათ სწორ დროს სწორ ადგილას მოვხვდი. პროექტის არსებობა დიდი ხნის წინ ვიცოდი, ვცადე კიდევაც მონაწილეობის მიღება თუმცა ფრანგული დოკუმენტების არქონამ შემიშალა ხელი, ამის მიუხედავად ჩემს სოციალურ ქსელს ადევნებდნენ თვალს ორგანიზაციის უფროსები და ვფიქრობ ჩემმა აქტივობამ დააინტერესათ, არაერთხელ დამირეკეს და ორგანიზაციაში მიმიწვიეს, როგორც მოხალისე მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებდი, ახლა კიდევ ვფიქრობ, მომცეს შანსი, რომელიც, რაღაც მხრივ ჩემმი შრომის შედეგია.


-რუსკა რას ურჩევ თანატოლებს აქ მცხოვრებს და მათ ვინც საფრაგეთში ფიქრობს ჩამოსვლას?


-პირველივე დღიდან,როდესაც საფრანგეთში ფეხი დავდგი ჩემი ფიქრები იყო,არ დამეკარგა დრო, მენახა ჩემი ადგილი, მიმეცა შანსი იმ ფიქრებისთვის, რომლებსაც ვერ ვაძლევდი გასაქანას ადრე. აქ ყოფნა მეორე ცხოვრების მსგავსია.ნულიდან დაწყებული ცხოვრება, არაფრისგან შემდგარი ოცნებები და ახალი მიზნები, რომლის საფუძველი წარსულიდანაც მოდის. ერთდაერთი, რასაც ვფიქრობ რომ ყველას ვურჩევ, ეს არის ენის ცოდნა, მეტი გამბედაობა, შენი თავის რწმენა და მეტი კომუნიკაცია ფრანგებათან.აქტიურად ჩებით ორგანიზაციებში და აუცილებლად ნახავთ სწორ მიმართულებას.

-ახლა შენს საქმიანობას დავუბრუნდები და მითხარი კონრეტულად რას ამზადებ დუკის მომხმარებლებისთვის.


-“დუკი”ის პირველი ხელნაკეთი აქსესუარი იყო თიხის ხელნაკეთ ყელსაბამი, ზოგადად ყოველთვის მომხმარებლის სურვილისამებრ ვამზადებდი ყველა ნივთს,არასდრის ვქმნიდი ჩემი იდეით, ასე შეიქმნა დუკის იდეა 2018 წელს და ალბათ 2 წელი აქტიურად ვქმნიდი ნივთებს, შემდეგ გადავედი ხის აქსესუარებზე, აკრილით შესრულებულ აბსტრაქტულ ნამუშევრებზე. სჯოკუს დასრულებიდან დღემდე მომიწია ჩემი საქმიანობის მიტოვება, სულ რაღაც რამდენიმე თვეა აქტიურად დავიწყე ისევ ჩემი საქმიანობა უკვე ფართე იდეებით, პირველად დავხატე ემიგრაციაში ტილოზეც და შეკვეთებიც ავიღე, შევქმენი ნატურალური ქვებითა და ბისერებით აქსესუარები, სამოსზე დავიტანე ქართული ნახატები და დიდი იდეებით, ყოველდღიური განვითარებით ვაგრძელებ გზას. შეუძლებელია ვთქვა რომ კონკრეტულად ერთ მასალას ვიყენებ ან ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე ვმუშაობ, მე კიდევ ჩემი თავის შეცნობაში ვარ და ვქმნი იმას რაც იმ კონკრეტულ მომენტში შემიძლია.

-რუსკა წარმატებები მინდა გისურვო და დარწმუნებული ვარ შენი კარგი სიახლეებით ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ჩვენს მკითხველთან ერთად.
-ძალიან დიდი მადლობა ასევე თქვენც წარმატებები.

რუსკას ნამუშევრების დასათვალიერებლად გადადით მის გვერდზე duki'დუკი


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »