ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
რადგანაც ოლიმპიური წელია და Paris-2024 ელვის სისწრაფით გვიახლოვდება, შეპირებისამებრ ვაგრძელებ ოლიმპიადების თემას. დღეს მოკლედ ვისაუბრებთ თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე, რომლის აღორძინებაც სპორტის დიდი მოამაგის, ფრანგი ბარონის, პიერ დე კუბერტენის სახელს უკავშირდება. მან 1894 წელს ჩამოაყალიბა ოლიმპიური კომიტეტი, რომლის პირველი პრეზიდენტიც თვითონვე იყო. პირველი ოლიმპიადა სიმბოლურად იმ ქვეყანაში, საბერძნეთში, კერძოდ კი ათენში ჩატარდა, სადაც თითქმის 3000 წლის წინ დაირწა პირველი ოლიმპიადების აკვანი. მას შემდეგ, 32 თამაშები ჩატარდა, Paris-2024 კი 33-ე იქნება.
ამ ხნის განმავლობაში სამი ოლიმპიადა არ ჩატარებულა, 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის გამო და ორიც, 1940 და 1944 წლებში, მეორე მსოფლიო ომის გამო. რაც შეეხება პარიზს, აქ ოლიმპიადა ჩატარდა 1900, 2024 წლებში და მესამედ წელს, ზუსტად ასი წლის შემდეგ ჩატარდება. ამით საფრანგეთის დედაქალაქი დაეწევა ლონდონს, სადაც ოლიმპიადა ასევე სამჯერ ჩატარდა. აქამდე ჩატარებულ ყველა თანამედროვე თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ ოთხ სახელმწიფოს აქვს მიღებული, ესენია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ინგლისი და შვეიცარია...
როგორც ხედავთ, ოლიმპიადების აღორძინებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთს, ქვეყანას, რომელმაც ჩვენ შეგვიფარა და რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს თითოეული ჩვენგანის წინაშე...
ისევე როგორც ანტიკური თამაშების მსვლელობისას, თანამედროვე თამაშებზეც ჩაუმქრალად გიზგიზებს ოლიმპიური ჩირაღდანი. ტრადიციისამებრ, ის ინთება საბერძნეთში, ქალღმერთ ჰერას (ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი, ზევსის და და ცოლი) ტაძარში, თამაშების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე და იწყებს მოგზაურობას ოლიმპიადის ქალაქისაკენ. ავტომობილი , თვითმფრინავი, გემი, წყალქვეშა ნავი, მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი (რომლის სიმაღლე 8848 მეტრია და თვით კოსმოსიც კი. ასეთია არასრული გზა, რომელსაც ოლიმპიური ჩირაღდანი პარიზში ჩამოსვლამდე გაივლის...
საფრანგეთში შემოსვლის შემდეგ ის თითქმის მთელ ქვეყანას გადასერავს. საზეიმო ესტაფეტაში უამრავი ცნობილი მოქალაქე, ცნობილი სპორტსმენი თუ შშმ პირი მიიღებს მონაწილეობას. უნდა ავღნიშნო, რომ ჩირაღდანი ესონის დეპარტამენტსაც ესტუმრება, სადაც მრავალი თქვენგანი ცხოვრობს. ზეიმი შედგება ქალაქ ევრის პრეფექტურაში შემავალი კომუნის, Boundufle-ს სტადიონზე. ასე, რომ, ამ ისტორიული და ულამაზესი სანახაობის ნახვა თქვენც შეგეძლებათ... სიამაყის გრძნობით უნდა გაცნობოთ, რომ ესტაფეტაში მონაწილეობას ღებულობს შშმ პირი, მაგიდის ჩოგბურთელი, ქალაქ Corbeille Esonne-ს სპორტული კლუბის წევრი, ჩემი თანაგუნდელი Maelis Fève...
ამ მოკლე დროში ვაპირებ Maelis Fève-სთან და კორბეი-ესონის მაგიდის ჩოგბურთის კლუბის პრეზიდენტთან, ბატონ Bruno Chamont-თან ინტერვიუს აღებას. ასე, რომ წინ მეტად საინტერესო მოვლენები გველოდება.