საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პარიზში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდა, 36:10 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ (ისტორიაში კი მე-16-ედ) ტურნირის გამარჯვებული გახდა.
შეხვედრა ქართველმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ. პირველ ტაიმში ვერც ერთმა გუნდმა ლელოს დადება ვერ მოახერხა (ბევრი შესაძლებლობა არც ჰქონიათ), მაგრამ ქულების მოპოვების ყველა შანსი გამოიყენეს – მატკავამ ოთხი ჯარიმა გაიტანა, რასაც პორტუგალიელებმა ტაიმის ბოლოს ერთით უპასუხეს და ტაიმი საქართველომ 12:3 მოიგო.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის პირველი ლელო დადო – „ბორჯღალოსნების“ შეტევა ნაკრების საუკეთესო მელელოვემ, აკაკი ტაბუცაძემ (რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა) დააგვირგვინა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა
ლელოს შემდეგ „ბორჯღალოსნები“ უფრო აქტიურად ათამაშდნენ და რამდენიმე წუთში კიდევ ერთი ლელო დადეს – ამჯერად თავი ვანო კარკაძემ გამოიჩინა, გარდსახვა კი მატკავამ ზუსტად შეასრულა და ანგარიში 24:3 გახდა.
თამაშის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყდა – საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 36:10 გაიმარჯვა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.