ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
კვლავ ვაგრძელებ ოლიმპიადების თემას. დღეს მინდა მოგიყვეთ უძველეს, ანტიკურ თამაშებზე. მათ ძველ საბერძნეთში ჩაეყარა საფუძველი. ტრადიციულად , სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობდა ქალაქ ოლიმპიაში. აქედანვე მოდის თამაშების სახელწოდებაც, ოლიმპიადები, რომლებიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა.
სწორედ ეს ოთხწლიანი ციკლი იქნა შემოღებული მაშინდელ საბერძნეთში დროის ერთეულად და მას ოლიმპიადა ეწოდა. ოლიმპიადების ისტორია ძველი წელთაღრიცხვის 776 წლიდან დაიწყო და ახალი წელთაღრიცხვის 392 წლამდე გაგრძელდა, როცა რომის იმპერატორმა თეოდოსიუსმა, ქრისტიანული რელიგიის შემოღებასთან და წარმართული ტრადიციების აკრძალვასთან დაკავშირებით, გააუქმა ისინი. ამას დაერთო ორი უძლიერესი მიწისძვრა, რომლებმაც ნანგრევებად აქციეს თურმე ულამაზესი და უმდიდრესი ქალაქი ოლიმპია... ერთერთი ლეგენდის თანახმად, ოლიმპიადები დაუარსებია ზევსის შვილს, ჰერაკლეს და მასში გამარჯვებულ სპორტსმენებს სწორედ მისი დარგული ზეთისხილის ხიდან მოჭრილი ტოტებით შეკრული გვირგვინით აჯილდოვებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებოდათ ნასამართლევ და რაიმე ცუდ საქციელში შემჩნეულ მოქალაქეებს.
გამარჯვებულები უდიდესი პატივითა და შეღავათებით სარგებლობდნენ თავიანთ ქალაქ სახელმწიფოებში, როგორიცაა ვთქვათ უფასო კვება მთელი ცხოვრების მანძილზე, უფასო მომსახურება სხვადასხვა დაწესებულებებში, საპატიო მოქალაქის წოდება და სხვა. საერთო ჯამში, ათასზე მეტი წლის განმავლობაში სულ ჩატარდა 393 ოლიმპიადა, მაშინ როცა წელს პარიზში ჩატარებული თანამედროვე თამაშები რიგით მხოლოდ 33-ე იქნება და მათი დაარსებიდან კი ჯერ მხოლოდ 128 წელია გასული...
ახლა რაც შეეხება ანტიკური ოლიმპიადების თავისებურებებსა და მათთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს. ოლიმპიადებზე აკრძალული იყო ქალთა როგორც მონაწილეობა, ასევე დასწრებაც კი. ამიტომაც, როგორც სპორტსმენები, ასევე მათი მწვრთნელები თუ მსაჯები თამაშებზე სრულიად შიშვლები გამოდიოდნენ. სწორედ ამაზე მიუთითებს ოლიმპიური ტერმინები, გიმნასტიკა და გიმნაზია, რაც ბერძნულად შიშველს ნიშნავს... ანტიკური ოლიმპიადები ხუთი დღე გრძელდებოდა. ამ დროს, მთელ საბერძნეთში აკრძალული იყო ყოველგვარი საომარი მოქმედება, ხოლო ქალაქ ოლიმპიაში, თვით იარაღის ტარებაც კი. მონაწილეები ერთი თვით ადრე იკრიბებოდნენ და მონაწილეობის უფლება, ანუ ლიცენზია, წინასწარ შეჯიბრებებში უნდა მოეპოვებინათ. აქ იყო სავარჯიშო მოედნები, სპორტსმენთა სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცეები, ბურთის სათამაშო მოედანი, აბანოები, მასაჟის კაბინეტები, 1536 მეტრის სიგრძის იპოდრომი, სტადია(თანამედრ-ოვე სტადიონის წინამორბედი), რომლის სიგრძეც მაშინ დღევანდელზე თითქმის ორჯერ გრძელი, 192 მეტრი იყო. თამაშების მსვლელობას 50 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს. შეჯიბრებები იმართებოდა სირბილში, კრივში, ეტლებით რბოლაში, სიგრძეზე ხტომაში, ბირთვისა და ბადროს ტყორცნაში, ხუთჭიდში. ძალიან პოპულარული იყო შეჯიბრი, რომელიც კრივისა და ჭიდაობის ერთგვარი ნაზავი იყო და თანამედროვე წესების გარეშე ბრძოლის ერთგვარ წინამორბედს წარმოადგენდა...
ყველაზე ცნობილი მოჭიდავე, საოცარი ფიზიკური ძალის მქონე, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მილონი ყოფილა. მან თურმე, ერთ-ერთი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, შესაწირი ხარი მხრებზე შეიგდო და მთელი სტადიონი სირბილით შემოატარა. ყველაზე სახელგანთქმული მოკრივე დიაგორე ყოფილა, რომლის სამი ვაჟი და ორი შვილიშვილიც ოლიმპიური ჩემპიონები გამხდარან. იმ დღეს მის ორ ვაჟიშვილს ერთდროულად მოუპოვებია გამარჯვება. ისინი მამას მიახლებიან, თავიანთი გვირგვინებით შეუმოსავთ, მხრებზე შეუსვამთ და სტადიონზე სირბილით საზეიმო წრე დაურტყიათ. ერთერთ მაყურებელს მიუმართავს ბედნიერი, ჭაღარა და სახე გაბადრული მამისთვის, დიაგორე, ნეტავი კიდევ სხვა რა სასწაულს ელოდები ცხოვრებისგანო.
და მართლაც,
უბედნიერესი მამის გულს თურმე ვერ გაუძლია უდიდესი სიხარულისთვის და იქვე, სტადიონზე განუტევებია სული...
დამელოდეთ, ჩვენ ისევ მალე შევხვდებით, ჩემო ძვირფასო მკითხველო...