რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად გიორგი ქაჯაია დაინიშნა, ზურაბ აბაშიძე კი პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად გიორგი ქაჯაია დაინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
გიორგი ქაჯაია რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში კიდევ რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ისაუბრა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა; მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი იყო.