ბელგიაში აღკვეთილი ტერაქტი: საფრანგეთში სამი მოზარდი დააკავეს
საფრანგეთში 15-დან 17 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრიუსელში აღკვეთილ ტერაქტში მონაწილე ოთხ ეჭვმიტანილთან იყვნენ კავშირში.
შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (DGSI) შტაბ-ბინა ლევალუა-პერეში. 2018 წლის 13 ივლისი
ARTHUR NICHOLAS ORCHARD / HANS LUCAS
4 მარტს, შიდა უსაფრთხოების მთავარმა სამმართველომ (DGSI), საფრანგეთის სამ ქალაქში, 15-დან 17 წლამდე ასაკის სამი მოზარდი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან იმ ოთხ მამაკაცთან კავშირში, რომლებიც, ბრიუსელში ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით, ბელგიაში წინა დღეს დააპატიმრეს. ეს ინფორმაცია „ფრანსინფოს“ საქმესთან დაკავშირებულმა წყარომ დაუდასტურა.
ამავე წყაროს ცნობით, დაკავებული სამი არასრულწლოვანი ბრიუსელის საკონცერტო დარბაზში ტერაქტის მოწყობის მომზადებაში უშუალოდ არ მონაწილეობდა, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, ამ აღკვეთილი ტერაქტის საქმეზე დაპატიმრებულ ეჭვმიტანილებთან იყვნენ კავშირში.
ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურის (PNAT) ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი იმ სასამართლო გამოძიების ფარგლებში დააკავეს, რომელიც 2023 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. რაც შეეხება 15 და 17 წლის კიდევ ორ არასრულწლოვანს, ისინი PNAT-ის მიერ გასულ კვირას დაწყებული გამოძიების ფარგლებში არიან დაკავებულნი და ბრალი ედებათ „ტერორისტულ დანაშაულებრივ ორგანიზაციაში ყოფნაში, რომელიც პიროვნებების წინააღმდეგ მიმართულ ერთი ან მეტი დანაშაულის მომზადებას ისახავდა მიზნად“.
ზემოთ დასახელებული სამი არასრულწლოვანი ერთმანეთს ეკონტაქტებოდა სოციალური მედიაში შექმნილ ჯგუფში, სადაც ისინი ჯიჰადისტურ პროპაგანდას ეწეოდნენ და თავდასხმის გეგმებს იხილავდნენ. ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურა ვარაუდობს, რომ მათ, შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდათ იმ პირებთან, რომლებიც ბელგიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით არიან დაკავებულნი.