უპრეცედენტო ჯარიმა: ორშაბათს, 4 მარტს, ონლაინ მუსიკალურ ბაზარზე ევროკავშირის ანტიმონოპოლიური წესების შეუსრულებლობის გამო, ევროკომისიამ „ეფლს“ 1,84 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამ ნაბიჯს ამერიკული გიგანტი კომპანია მაშინვე გამოეხმაურა და სპეციალური მიმართვა გაავრცელა. თავის პრესრელიზში „ეფლი“ მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამს, რადგან მას დაეკისრა ჯარიმა „მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებისთვის ზიანის მიყენების სანდო მტკიცებულება ევროკომისიამ ვერ იპოვა“.
სხვა პოზიცია აქვს ევროკავშირს. „ათი წლის განმავლობაში „ეფლი“ ბოროტად იყენებდა დომინანტურ პოზიციას მუსიკის სტრიმინგის აპლიკაციების დისტრიბუციაში თავისი „ეფლსთორის“ მეშვეობით“, - აცხადებს ევროკომისიის კონკურენციის კომისარი, მარგრეტე ვესტაგერი. მისივე თქმით, „ეფლმა“ შემოიღო შეზღუდვები, რათა აპლიკაციების დეველოპერებს ხელი შეშლოდათ იმაში, რომ „აიფონისა“ და „აიპადის“ მომხმარებლებლებისთვის „ეფლის“ ეკონომიკური სისტემის გარეთ არსებული ალტერნატიული და იაფფასიანი სერვისები შეეთავაზებინათ.
„1,84 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა განიხილება კუპერტინოში (კალიფორნიის შტატი) დაფუძნებული კომპანიის გლობალური შემოსავლების თანატოლადად და მისი დაკისრება აუცილებელია შემდგომი შეკავებისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. კომპანია „ეფლს“ ასევე დაევალა, შეწყვიტოს არსებული პრაქტიკა და მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი სისტემების დანერგვისაგან.
კალიფორნიული გიგანტის ქმედებებთან დაკავშირებით ბრიუსელში სარჩელი მუსიკის სტრიმინგის უაღრესად პოპულარულმა პლატფორმა „სპოტიფაიმ“ (Spotify) შეიტანა. სარჩელის თანახამდ, „ეფლის“ ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ევროპულ „სამართლიანი კონკურენციის“ წესებს და ვერ უზრუნველყოფდა „მომხმარებლებისთვის არჩევანის თავისუფლებას, ხოლო დეველოპერებისთვის -სამართლიან გარემოს“. 2020 წლის ივნისში დაწყებული ოფიციალური გამოძიების შემდეგ, 2024 წლის 4 მარტს ევროკომისიამ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.