GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
საზოგადოების რეაქცია მაშინებდა, ხალხი რას იფიქრებს შვილი გაუშვა და ყვავილებს აყიდინებსო
894
საზოგადოება / საქართველო
ვიდეო რომელმაც მთელი სოციალური სივრცე მოიცვა და ბევრი კრიტიკა მოჰყვა.
მთავარი პერსონაჟის გიორგის დედა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს 👇🏼

მოკლედ, აპრილში გადაღებული ქალბატონი ზიზის და გიორგის ვიდეოს შესახებ, ვიდეოს გავრცელების შემდეგ ჩემს რეაქციაზე და ქალბატონი ზიზის და მისი მეუღლის ჩვენთან სტუმრობაზე.
გიორგის ვინც იცნობს იცის, როგორი ცელქიც არის, ამავდროულად ყოჩაღი, მიზანდასახული და მშრომელი, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, უბრალოდ ასეა. წავიდა და ყვავილები გაყიდა, პატიოსანი შრომით ფულის შეგროვებას ცდილობდა, მის საბედნიეროდ კი იმ მომენტში ქალბატონი ზიზისნაირი ადამიანი გამოჩნდა და როგორც ვიდეოში ნახეთ, ასე გაახარა ჩემი შვილი. ვიდეო ისე გავრცელდა სოციალურ ქსელში მთელმა საქართველომ თუ არა ნახევარმა მაინც იცის უკვე ამ სიკეთის და გიორგის ემოციების შესასეხ. ვაღიარებ, როგორც დედა ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გავბრაზდი, ასე გასაჯაროვება რა საჭირო იყო მეთქი, ალბათ საზოგადოების რეაქცია მაშინებდა, ხალხი რას იფიქრებს შვილი გაუშვა და ყვავილებს აყიდინებსო . ამ ვიდეომ ბევრი პოზიტიური და ბევრიც ნეგატიური კომენტარი დაიმსახურა. რათქმაუმდა ნეგატიურმა პოზიტიური მხარე ამ სიკეთეს ვერ და არ დაუკარგა. უშუალოდ ქალბატონ ზიზიზე, არც კი ვიცი რა სიტყვები მეკუთვნის, რომ ვთქვა, ან ის გრძნობები იმ სიტყვებით გადმოვცე რა სიტყვებითაც ეს ამბავი იმსახურებს მოყოლას. ეს უზუმოდ კეთილი, თბილი, მოსიყვარულე ქალბატონი სახლში მესტუმრა, კიდევ ერთხელ გაახარა ჩემი შვილი და ამ
ვიდეოსთვის მომიბოდიშა, თუმცა მას რა ააქვს საბოდიშო, პირიქით ბოდიში მე მეთქმის, რომ რეაქცია სათანადო ვერ გამოვხატე. შეიძლება გჯეროდეს ამ ქვეყანაზე კარგი ადამიანების არსებობის, ქალბატონი ზიზი კი ცოცხალი მაგალითი, სიკეთის და სიყვარულის განსახიერება. არ ვიცი ადამიანმა ამდენი გააიმეტო სხვისთვის… ღმერთი ასმაგად და ათი ათასად დაუბრუნებს და დაუფასებს ქალბატონს ამ სიკეთეს. კი უნდა გადაეღო ეს ვიდეო, სხვა შემთხვევაში დღეს არ გვეცოდინებოდა არც მე და არც თქვენ , რომ მისნაირი ხელგაშლილი ადამიანები საზოგადოებაში შემორჩნენ! არ ვიცი რით დავიმსახურეთ მისგან ასეთი სიკეთე მაგრამ ფაქტია უანგაროდ აკეთებს.ღმერთმა სიკეთე, ბედნიერება და სილაღე არ მოაკლოს თქვენს ოჯახს ქალბატონო.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »