GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ოლაფ შოლცი - ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვა და უზრუნველყოს, რომ გაუძლებს ნებისმიერ სამხედრო თავდასხმას
5
მსოფლიო / პოლიტიკა
ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვა და უზრუნველყოს, რომ ის გაუძლებს ნებისმიერ სამხედრო თავდასხმას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

კანცლერის თქმით, „შეკავება“ და „თავდაცვითი მზაობა“ ის სიტყვებია, რომლებიც თითქმის დავიწყებას მიეცა გერმანიაში, თუმცა ახალი საუკუნის დაწყებასთან ერთად ვითარება შეიცვალა. შოლცის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, მოკავშირეებთან ერთად იყო ძლიერი, რათა ვერავინ გაბედოს თავდასხმა.

„რუსეთი არამხოლოდ თავს ესხმის უკრაინას, ის ასევე ანადგურებს ევროპის სამშვიდობო წესრიგს. ჩვენ ამ გარდამტეხი მომენტიდან ერთადერთი სწორი დასკვნა გავაკეთეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, დაიცვას თავი იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. გერმანია და ევროპა ბევრს აკეთებენ და კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ, რათა ეფექტურად შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა.

შეკავება, თავდაცვითი მზაობა – ზოგიერთისთვის გერმანიის კანცლერისგან ეს სიტყვები უცხო იქნება. სიტყვები, რომლებიც გერმანიაში, იმდენი ხანია, არ გამოგვიყენებია, თითქმის დაგვავიწყდა კიდეც. თუმცა ეს სიტყვები მნიშვნელოვან ამოცანას მოიცავს: ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენზე თავდასხმა. ასე უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას და დავიცავთ მშვიდობას ევროპაში.

ამის საუკეთესო გარანტიად რჩება ნატო ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ ვაძლიერებთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და ევროპის თავდაცვას. ეს არის ჩვენი წვლილი ძლიერი ნატო-სთვის. საიდუმლო არ არის, რომ მრავალი წლის განმავლობაში გერმანიის შეიარაღებულ ძალებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ეს დასრულდა ახალი საუკუნის დაწყებასთან ერთად. წელს, პირველად ათწლეულების განმავლობაში, გერმანია თავდაცვაში განახორციელებს ეკონომიკური ბრუნვის ორ პროცენტს და ამას მომდევნო წლებსა და დეკადებშიც განვაგრძობთ. უსაფრთხოების გარეშე არაფერი არსებობს, არც თავისუფულება, არც დემოკრატია და არც ადამიანის უფლებები“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »