ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
ამ ბლოგის დასაწერად რომ დავიწყე ფიქრი, ნახევარი საუკუნის წინანდელი ქართული ფილმი, "ჩემი მეგობარი ნოდარი" გამახსენდა. ლამაზი ფილმია, ქუთაისსა და ქუთათურებზე, მხოლოდ იქაურთათვის დამახასიათებელი სიყვარულითა და იუმორით აღსავსე. კრივის სცენაა ფილმში, სადაც მსაჯი აფრთხილებს მოკრივეებს, აკრძალულია ღრენაი და ყურზე კბენაიო. ჰო, ისიც გამახსენდა, როგორ მოაჭამა ერთ-ერთ ბრძოლაში ყური თავის მოწინააღმდეგეს, ევანდერ ჰოლიფილდს, ლეგენდარულმა მოკრივემ, რკინის კაცმა, მაიკ ტაისონმა...
ალბათ ფიქრობთ, ნეტავი რამ გაახსენა ვარდენს ეს ღრენა და ყურზე კბენა, ნეტავი რაზე უნდა რომ მოგვიყვესო...
როგორც იცით, 18 თებერვალს, დილაუთენია, ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ ორთაბრძოლებში, ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს MMA-ს (ეს სპორტის ამ სახეობის, ბრძოლა წესების გარეშე ანუ საბრძოლო ირთაბრძოლათა ხელოვნების, იგივე შერეული ორთაბრძოლების ინგლისური აბრევიატურაა) ქართველმა მებრძოლებმა, მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ. 27 წლის ილიამ, იგივე მატადორმა, UFC-ში ( ეს კი, MMA-ს სათაო ორგანიზაციაა, რომელიც მებრძოლთა ორთაბრძოლებს აწყობს) 15 ბრძოლა ჩაატარა და სუყველაში გაიმარჯვა. ბოლო შეხვედრაში მან MMA-ს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ბრუტალური (ანუ სასტიკი, დაუნდობელი) ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც სპორტის ამ მეტად პრესტიჟულ სახეობის ქვემსუბუქ, 66 კგ. წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. რაც შეეხება 33 წლის მერაბს, მას 21 ჩატარებული ბრძოლიდან 17 გამარჯვება აქვს (ბოლოს, ზედიზედ ათი) და ის სულ მალე დაუბრუნდება ოქტაგონს (ასე ეწოდება სპორტულ არენას, სადაც თანამედროვე "გლადიატორების"ბრძოლები იმართება) და შეეცდება უმჩატეს, 61კგ. წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას...
მოკლედ, ვგონებ დროა, რომ დავიწყოთ გორდიას კვანძის გახსნა:
შერეული ორთაბრძოლები ყველაზე კონტაქტური სპორტის სახეობაა. ის მოიცავს კრივის, ჯიუ-ჯიცუს, ჭიდაობის, კარატეს, ძიუდოს და სპორტის სხვა სახეობათა ილეთებს. დიახ, ცოტაოდენი გამონაკლისის გარდა, ესაა ბრძოლა წესების გარეშე. და მაინც რა არის აკრძალულიი?
მოდით, ჩამოვთვალოთ:
თავით დარტყმა, თმებით თრევა, შორტსა და ხელთათმანებზე ჩაჭიდება, პანჩურისა და წიხლის ამორტყმა წაქცეულ მოწინააღმდეგეზე, გინება, თვალებში თითის ტაკება, შეფურთხება, კბენა და სხეულის ანატომიურ ხვრელებში ხელით ან თითით შეღწევა.
დედას გეფიცებით არაფერს ვაჭარბებ, ზუსტად ასე წერია საბრძოლო ხელოვნების ორთაბრძოლათა წესებში. ყოფილა შემთხვევა, როცა მებრძოლმა პირში შეტენა მოწინააღმდეგეს თავისი ხუთივე თითი და ყბის სახსარი დაუზიანა ...
ვფიქრობ, დღეისათვის საკმარისია. ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო. დამელოდეთ, კვლავ მალე შევხვდებით სპორტის ჯადოსნურ, ადრენალინით გაჯერებულ სამყაროში.