"მე ვარ ქართველი..."
ეს ფრთიანი და უკვე ერთი დიდი კაცის სავიზიტო ბარათად ქცეული ფრაზა, ყველა თქვენგანისთვის ცნობილია. ნებისმიერი ქართველი, თუნდაც ის, რომელსაც ცხოვრებაში ბურთზე ფეხი ერთხელაც კი არ დაურტყამს, ამაყობს ამ პიროვნებით...
დიახ, დიახ, კორესპონდენტი შეეკითხა მას, ერთი სიტყვით დაახასიათეთ თქვენი თავიო და მან უპასუხა, მე ვარ ქართველიო...
და აი, მთელი ერის კუმირად ქცეულ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებული კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გავრცელდა დღეს სპორტულ მედიაში. იტყობინებიან, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ძალზე მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა ადიდასთან.
და მაინც რატომ მნიშვნელოვანიი?
მოდით გავშალოთ ეს თემა. ჯერ ერთი ის, რომ ეს პირველი პრეცედენტია ქართულ რეალობაში და ჩვენი ოქროს ბიჭუნა ამ მხრივ პირველი მერცხალია. ასე რომ, გზა გაკვალულია და იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ ბევრი ხვიჩასდარი, კაშკაშა ვარსკვლავი (ხვიჩა ხომ მეგრულად მბრწყინავს, კაშკაშას ნიშნავს) აკიაფდება საქართველოს ბრწყინვალე ზეცის თაღზე. მეორე ის, რომ ასეთი კონტრაქტი, როგორც წესი, მრავალ
მილიონიანია და ისეთი კეთილშობილი პიროვნება, როგორიც კვარაა, მის ნაწილს აუცილებლად მიმართავს თავისი სამშობლოს საკეთილდღეოდ. ადიდასთან გავრცელებული კონტრაქტი რასაკვირველია ასევე წაადგება ქართველი ვარსკვლავის სპორტულ იმიჯს და იმედი ვიქონიოთ, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მის კარიერულ წინსვლაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადიდასი ხელცარიელი არ მისულა თავის რჩეულთან. სპეციალურად კონტრაქტის ხელმოწერის დღისთვის დამზადდა ხვიჩასთვის, აქამდე არნახული, უთასმო, ულამაზესი ბუცები.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენი სამშობლოს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელჩს, ჩვენს სიამაყეს, ხვიჩა კვარაცხელიას.
დღეს ეს იყოს ჩემო ძვირფასო მკითხველო. შემდეგ ბლოგში კი მინდა მოგითხროთ სპორტული კონტრაქტებისა და მათი წვლილის შესახებ მსოფლიოს უმდიდრეს სპორტსმენთა ყოველწლიურ შემოსავლებში. დამელოდეთ, ჩვენ კვლავ მალე შევხვდებით!
პატივისცემით,
ვარდენ მეკალმიშვილი.