ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ესპანურ შეკრებაზე „ვილიარეალის“ მეორე გუნდთან მატჩი შეაფასა და გიორგი არაბიძის თამაშზე ისაუბრა, რომელმაც ბოლო სამ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„რაც დღეს პირველ ტაიმში ვიხილე, შთამბეჭდავი იყო: პრესინგი, ბურთის კონტროლი. ვფიქრობ, გულშემატკივრებმაც დაინახეს, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთის უკეთ ესმით. ეს ასეც უნდა იყოს – გუნდში მოსულ ახალ ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო ყოველთვის სჭირდებათ.
ამ შეკრებიდან რისი მიღებაც გვსურდა, ის მივიღეთ – ერთმანეთი უკეთ გავიცანით, გუნდი მატჩიდან მატჩამდე უფრო გაიზარდა, მაგრამ ეს ჯერ არ არის ჩვენი 100%. არც ისე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ და მცირე დრო კიდევ გვჭირდება, უფრო მოვუმატებთ.
გიორგი არაბიძეს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ახლა კიდევ მოუმატა. არ უნდა გაჩერდეს, ბევრად მეტი შეუძლია, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. მსურს, თითოეული ის მოთამაშე გამოვარჩიო, რომელმაც ჩვენთან ერთად ეს შეკრება გაიარა და თავდაუზოგავად იშრომა. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა და დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის“, – განაცხადა სტივ კინმა.