მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სათავო ოფისში გამართულ „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ ერების კოორდინატორთა ასამბლეაზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი სალომე ჯამბურია პროგრამის თავმჯდომარედ აირჩიეს. ის 2019 წლიდან, ერების კოორდინატორთა წარდგინებით, ამავე პროგრამის ვიცე-თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. პროგრამის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევნებში მონაწილეობდნენ ბელგიის (ფლანდრია), დიდი ბრიტანეთისა (ინგლისი) და პოლონეთის კოორდინატორები, რომელთაგან ხმათა უმრავლესობა (48,39%) საქართველოს წარმომადგენელმა მიიღო.
„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ 1999 წლიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა მონაწილეობს. ინიციატივა მიზნად ისახავს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას.
ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, ყოველი წლის შემოდგომაზე ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებები, მათ შორის გამოფენები, სამუშაო შეხვედრები, საჯარო ლექციები, კულტურული ტურები და მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი შემეცნებით-გასართობი აქტივობები იმართება. ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები შერჩეულ საერთო თემატიკას ეძღვნება.
2024 წელს პროგრამის თემაა: მარშრუტების, კავშირებისა და კომუნიკაციების მემკვიდრეობა. პროგრამა მთელი წლის განმავლობაში მონაწილე ქვეყნებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის კონკურსებსა და საგრანტო სქემებს, მათ შორისაა ახალგაზრდა ევროპული მემკვიდრეობის შემქმნელების კონკურსი, კონკურსი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ისტორიებზე და სხვა. საქართველო 2014 წლიდან აქტიურად მონაწილეობს პროგრამაში.