GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს
12
საქართველო / მსოფლიო / პოლიტიკა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიდან მაქსიმალური ეფექტურობის მისაღებად განახლების სამუშაოები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, უნდა განვითარდეს ქვეყნების პოტენციალი ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში იმ პერიოდში, როდესაც კრიტიკული გამოწვევებია.

ერდოღანის განცხადებით, „ტანაპის“ (ტრანსანატოლიური მილსადენი) სიმძლავრის გაზრდა და კასპიის ბუნებრივი აირის თურქეთსა და ევროპაში გატანა ქვეყნების პრიორიტეტებს შორისაა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამშვიდობო პროცესზე და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მუდმივი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის იმედის ახალი წყარო იქნება.

„ჩვენ ამ პროცესში აზერბაიჯანთან ერთად ვმოქმედებთ. ყარაბაღის ოკუპაციის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონში მუდმივი მშვიდობისთვის იხსნება შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობების ფანჯარა არ დაიხუროს. მიმაჩნია, რომ სომხეთმა უნდა შეაფასოს ეს პროცესი სტრატეგიული პერსპექტივით, გრძელვადიანი აზროვნებით“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »