GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ევროკომისიამ „ტიკ-ტოკის“ წინააღმდეგ ფორმალური გამოძიება დაიწყო
18
მსოფლიო
ევროკომისიამ ჩინური კომპანია ByteDance-ის კუთვნილი სოციალური ქსელის, „ტიკ-ტოკის“ წინააღმდეგ ფორმალური გამოძიება დაიწყო. როგორც სააგენტო „როიტერისთვის“ გახდა ცნობილი, ევროკომისია „ციფრული მომსახურების აქტის“ (DSA) ფარგლებში სწავლობს, საკმარისი ზომები მოქმედებს თუ არა პლატფორმაზე ბავშვების დასაცავად.

„არასრულწლოვანთა დაცვა არის „ციფრული მომსახურების აქტის“ აღსრულების მთავარი პრიორიტეტი. როგორც პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია მილიონობით ბავშვისთვის და მოზარდისთვის, სრულად უნდა შეესაბამებოდეს DSA-ს მოთხოვნებს“, – აღნიშნავს შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარი ტიერი ბრეტონი დოკუმენტში.

აქტის წესების დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში, „ტიკ-ტოკს“ ჯარიმის სახით შესაძლოა, მისი გლობალური ბრუნვის 6%-ის ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.

ეს არის ევროკომისიის მიერ „ციფრული მომსახურების აქტის“ ფარგლებში დაწყებული მეორე გამოძიება. გასული წლის ბოლოს კომისიამ ევროკავშირის შიგნით მოქმედი რეგულაციების შესაძლო დარღვევის გამო ილონ მასკის კომპანია X-ის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. ევროკავშირის „ციფრული მომსახურების აქტი“ მსხვილი ონლაინ-პლატფორმების მუშაობას არეგულირებს. 2023 წლის აგვისტოდან ის ვრცელდება ონლაინ-პლატფორმებზე, რომლებსაც ევროკავშირში 45 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »