რობერტ დინგაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 57 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რობერტ დინგაშვილმა საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ილმარ მუხტაროვს ანგარიშით 11:0 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
რობერტ დინგაშვილი ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთო, მან რუმინელ სპორტსმენს სძლია, თუმცა, ნახევარფინალში თურქ მოჭიდავესთან დამარცხდა.
დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (79 კგ); ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეეცდება გივი მაჭარაშვილი (97 კგ); ხოლო ოქროს მედლისთვის იჭიდავებს დებიუტანტი აკაკი ქემერტელიძე (70 კგ).
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ოქრო გივი მაჭარაშვილმა (97 კგ), ვერცხლი გენო პეტრიაშვილმა (125 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ედემი ბოლქვაძემ (65 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) მოიპოვეს.