GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
შეხვედრა ესპანეთთან საშინაო მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით - 38: 3 დასრულდა.
12
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ავჭალის სტადიონზე „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ესპანეთთან გამართა. საშინაო მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით - 38: 3 დასრულდა. ამ გამარჯვებით ქართველმა მორაგბეებმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

საქართველო-ესპანეთის მატჩს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული დაესწრო.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს ოცდაოთხჯერ შეხვდნენ და 20 მატჩში ქართველებმა, სამში კი ესპანელებმა გაიმარჯვეს; ხოლო 2004 წელს გამართული შეხვედრა ფრედ 6:6 დასრულდა.

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრები 2-3 მარტს, ფინალი კი 17 მარტს პარიზში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ კოკერილის გუნდმა ჩემპიონატის პირველ მატჩში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 28:17 დაამარცხა, ნიდერლანდელებს კი 31:10 სძლია.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »