GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
აშშ-ის საელჩო იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს მხარს უჭერს
2
საქართველო / საზოგადოება
აშშ-ის საელჩო იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს მხარს უჭერს, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, საელჩოსთან თანამშრომლობით პრობაციონერებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალი საქართველოში კიდევ უფრო გაფართოვდა.

„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა. პატიმრების დასახმარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. მათი მიზანი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ამ გზით განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უმაღლესი შეფასება მისცა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ ინოვაციას – „PROBBOX“-ს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სამინისტრო მუშაობს აღნიშნული პროექტის ექსპორტზეც.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით პრობაციონერებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალი საქართველოში კიდევ უფრო გაფართოვდა. აშშ-ის საელჩომ იუსტიციის სამინისტროს 10 პრობბოქსი გადასცა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 10 ტერიტორიულ ერთეულში განთავსდება. ამით მათი რაოდენობა 27-მდე გაიზრდება.

იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერებისთვის ინოვაციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მომავალშიც განაგრძობს.

„PROBBOX“-ი ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელიც პრობაციონერთა ელექტრონულ კონტროლსა და სერვისებს უზრუნველყოფს. პირველად ევროპაში, მისი საშუალებით პრობაციონერთა რეგისტრაცია და მომსახურება, პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარდა, იუსტიციის სახლებსა და მუნიციპალურ შენობებში ხორციელდება, რითიც უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია პრობაციის შესაძლებლობის გეოგრაფიული არეალი.

საელჩომ სააგენტოს ასევე გადასცა 50 ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობა, რომელიც შინაპატიმრობის აღსრულების პერიოდში ადგილმდებარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს აგროპროდუქციის დისტრიბუცია-რეალიზაციისთვის მსუბუქი ავტომობილი და ციფრული ტექნიკა გადაეცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე საქართველოში ალან პერსელი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორი სარა რუპერტი; ასევე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლადო ხელაძე და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »