GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 22 დეკემბერს შესულ ცვლილებებს განმარტავს
8
საქართველო / პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 22 დეკემბერს შესულ ცვლილებებს განმარტავს. აღნიშნული ცვლილება ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებას წარმოადგენს და საქართველოს ევროკავშირში ინტერგაციის პროცესს ემსახურება.

კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებულ და გამოქვეყნებულ დოკუმენტში ახსნილია, თუ როგორ აღასრულებს კომისია ნორმებს, როგორ განიმარტება თითოეული მათგანი და რა პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება დაეკისროთ დამრღვევ კომპანიებს.

დოკუმენტის თანახმად:
აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა…

-დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს
მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.
ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია,
დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით,
მაგრამ არანაკლებ 2 500 ლარისა.
-მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის
დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და
დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის
შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი
წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო
ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ავტორიზაციის
შესაჩერებლად.

მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად… -მედიაკომპანიის მიერ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 22 დეკემბერს შესული ცვლილებების შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტის თანახმად, აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები განსაზღვრავს, რომ აკრძალვა შეეხება ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის შემცველი „პროგრამის ან რეკლამის“ გავრცელებას.

პროგრამებს მიეკუთვნება მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები, სპორტული ღონისძიებები, საბავშვო პროგრამები, ახალი ამბები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ვიდეორგოლები, სერიალები და ა. შ.

[…] შეზღუდვა ეხება ნებისმიერი კატეგორიის მედიამომსახურების პროდუქტს, იქნება ეს – სარედაქციო ხასიათის, თუ კომერციული/სარეკლამო კომუნიკაცია – პროგრამა, ანონსი, რეკლამა.

-საკანონმდებლო ნორმა არ აკონკრეტებს სუბიექტს, რომელსაც შეეხება აკრძალვა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »